სამხედრო სკოლა — სამხედრო შენობების ფართო კომპლექსი პარიზის მეშვიდე რაიონში, მარსის ველის სამხრეთ-აღმოსავლეთით.
იგი დააარსა 1750 წელს ლუი XV-მ ჟოზეფ პარი დუვერნის წინადადების საფუძველზე და მადამ დე პომპადურის მხარაჭერით, იმ მიზნით, რომ შეექმნათ აკადემიური კოლეჯი კადეტ-ოფიცრებისთვის, რომლებიც იყვნენ ღარიბი ოჯახებიდან. სამხედრო სკოლის შენობების არქიტექტორი იყო ანჟ-ჟაკ გაბრიელი. მშენებლობა დაიწყო 1752 წელს, თუმცა სკოლა არ გახსნილა 1760 წლამდე. 1777 წელს მისი რეორგანიზება მოახდინა გრაფმა სენ-ჟერმენმა და უწოდა École des Cadets-gentilshommes (ახალგაზრდა ჯენტლმენების სკოლა). 1784 წელს პარიზის სამხედრო სკოლაში სწავლობდა ახალგაზრდა ნაპოლეონ ბონაპარტი. მან აქ ორი წლის ნაცვლად ერთი წელი ისწავლა.
დღეს ამ შენობაში ორი დაწესებულება მდებარეობს:
École de guerre (ომის სკოლა)
Institut des hautes études de défense nationale (IHEDN) (ეროვნული თავდაცვის უმაღლესი სწავლების ინსტიტუტი).