კარკასონის ციხესიმაგრე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარკასონის გამაგრებული, ისტორიული ქალაქი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები (ii) (iv)
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 43°12′24″ ჩ. გ. 2°21′49″ ა. გ. / 43.20667° ჩ. გ. 2.36361° ა. გ. / 43.20667; 2.36361
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1996  (მე-20 სესია)
ნომერი 345
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 345
ინგლ.რუს.ფრ.

კარკასონის ციხესიმაგრე ან კარკასონის ქალაქი (ფრანგ. Cité de Carcassonne) — შუა საუკუნეების გამაგრებული არქიტექტურული ჯგუფი საფრანგეთის ოდის დეპარტამენტის ქალაქ კარკასონში. მდებარეობს მდინარე ოდის მარჯვენა სანაპიროზე, ბორცვზე, თანამედროვე ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ერთ დროს ის ისტორიულ ქალაქ კარკასონს წარმოადგენდა.

ისტორიული ქალაქი გალიურ-რომაულ პერიოდში დაარსდა. სახელი მომდინარეობს მისი შემომსაზღვრელი ორმაგი კედლსიგან (3 კმ სიგრძის), რომელსაც 52 კოშკი გააჩნდა.[1] ქალაქს დაახლოებით 2 500 წლოვანი ისტორია გააჩნია. მისი ისტორიის დასაწყისში, ის გალიური დასახლება იყო. ახ. წ. III საუკუნეში რომაელებმა მისი გამაგრებულ ქალაქად გარდაქმნა გადაწყვიტეს.[2] საბოლოოდ, 1247 წელს ქალაქის ანექსია საფრანგეთის სამეფომ მოახდინა და სულ მალე საფრანგეთსა და არაგონის სამეფოს შორის ძლიერ ფრანგულ საზღვრად იქცა.

1659 წელს, პირენეის ზავის შემდეგ, რუსილონის პროვინცია საფრანგეთის შემადგენლობაში მოექცა და ქალაქმა სამხედრო მნიშვნელობა დაკარგა.[3] თავდაცვითი ნაგებობები მიტოვებულ იქნა და კარკასონი საფრანგეთის ერთ-ერთი ეკონომიკური ცენტრი გახდა, სადაც წამყვანი იყო შალის ტექსტილის ინდუსტრია.

1849 წელს, საფრანგეთის მთავრობამ ქალაქის თავდაცვითი ნაგებობების დანგრევა გადაწყვიტა, რასაც წინ მთელი მოსახლეობა აღუდგა. ციხესიმაგრისა და ისტორიული მონუმენტების გადარჩენის კამპანიას სათავეში სახელგანთქმული არქეოლოგი და ისტორიკოსი - ჟან პიერ კრო-მეირვიელი და პროსპერ მერიმე ჩაუდგნენ. წინააღმდეგობის შედეგად, 1853 წელს მთავრობამ გადაწყვეტილება შეცვალა და პირიქით, სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო. სამუშაოებს სათავეში ჩაუდგა არქიტექტორი ეჟენ ვიოლე-ლე-დუკი.[4] მისი სამუშაობი საყოველთაო კრიტიკის საგანი გახდა კლიმატთან და რეგიონის ტრადიციებთან შეუსაბამობის გამო. მისი სიკვდილის შემდეგ, 1879 წლიდან სარესტავრაციო სამუშაოები მისმა მოსწავლემ - ოოლ ბოსვილვალდმა გადაიბარა.[5]

ქალაქის აღდგენა XIX საუკუნის ბოლოს დასრულდა. XX საუკუნის ბოლოს კი, 1996 წელს, იუნესკომ ის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.[6][7]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Les lieux remarquables de la Cité დაარქივებული 2010-12-09 საიტზე Wayback Machine. , Site Officiel de la ville de Carcassonne. Retrieved 12 May 2011 (ფრანგული)
  2. Jean-Pierre Panouillé, Carcassonne: histoire et architecture, Rennes: Ouest-France, 1999, ISBN 9782737321948, p. 7 ((fr icon))
  3. François de Lannoy, La Cité de Carcassonne, Bayeux: Heimdal, 2004, ISBN 9782840481973, p. 11 (ფრანგული)
  4. Joseph Poux, La Cité de Carcassonne, précis historique, archéologique et descriptif, Toulouse: Privat, 1923, p. 50 (ფრანგული)
  5. Carcassonne, A61 world heritage fortified city – Abelard Public Education Site.
  6. Historic Fortified City of Carcassonne[მკვდარი ბმული] at the World Heritage Convention.
  7. Château et remparts de la Cité de Carcassonne – Centre des monuments nationaux, Monuments historiques (English version). Retrieved 12 May 2011.