სენ-ჟერმენ-ლ’ოქსერუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სენ-ჟერმენ-ლ'ოქსერუა
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 600
ინგლ.რუს.ფრ.

სენ-ჟერმენ-ლ'ოქსერუა (ფრანგ. Église Saint-Germain-l'Auxerrois) — XII-XVI ს.ს. გოტიკური ეკლესია პარიზში, ლუვრის პირდაპირ. პირველი ნაგებობა აშენდა VII საუკუნის ბოლოს ან VIII საუკუნის დასაწყისში. 886 წელს დაარბიეს ნორმანდებმა და რობერტ დე პიომ გადააკეთა. XII საუკუნიდან ატარებს სენ-ჟერმენ ლ'ოქსერუას სახელწოდებას. ამ საუკუნეში და შემდეგ პერიოდებში აიგო ცალკეული ნაწილები (სამრეკლო, კლიროსი და სხვ.). განსაკუთრებით ცნობილია თავისი ფასადით და მინის მოხატულობით. როგორც სენის სანაპიროზე მდებარე ეკლესია 1991 წლიდან შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]