რუს ნაციონალისტთა ორგანიზაციები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ამ სტატიაში წარმოდგენილია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დღესდღეობით მოქმედი მეტ-ნაკლებად აქტიური რუსული ნაციონალისტური ორგანიზაციის მცირე და შესაძლოა არასრული ჩამონათვალი მოკლე მიმოხილვებითურთ. ეს ორგანიზაციები რიცხობრიობის გათვალისწინებით 5 დონედ არის დაყოფილი. ყოველი დონე თავის მხრივ მოიცავს სხვადასხვა ნაციონალისტურ პლატფორმაზე მდგომ პოლიტიკურ ორგანიზაციას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რიცხვითი მონაცემები საზოგადოებათა წევრების რაოდენობის შესახებ განგებ იყოს შემცირებული.

სექციების სია

პირველი დონის ორგანიზაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

(ამ ორგანიზაციების რიცხოვნება მხოლოდ მოსკოვში 300-ზე მეტ კაცს შეადგენს. სავარაუდოდ ესაა მხოლოდ აქტიურ წევრთა რიცხვი. უცნობია არაწევრ და ნაკლებად აქტიურ თანამოაზრე პირთა რაოდენობა)

რუსული ნაციონალური ერთობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსული ნაციონალური ერთობა (რუს. ენაზე Русское национальное единствоრუსული აბრევიაციით ООПД РНЕ (ე.წ. ბარკაშოვის გვარდია – Гвардия Баркашова).)

დააარსა ალექსანდრე ბარკაშოვმა 1990 წლის 16 ოქტომბერს, რომელიც იმხანად გასამხედროებული ორგანიზაცია ნაციონალ-პატრიოტულ ფრონტ "პამჲატის" (რუსული დაწერილობით "Память") წევრი იყო.

ხელმძღვანელობა: ბარკაშოვი, ალექსანდრე პეტრეს ძე (Баркашов, Александр Петрович) (в 2005 წელს აღეკვეცა ბერად და მიიღო სახელი მამა მიხეილი).

იდეოლოგია: მართლმადიდებლურ-ფუნდამენტალური სწავლების ნაციონალ-სოციალიზმი.

თავისებურებები: "პამჲატი" 90-იან წლებში იყო რუს ნაციონალისტთა ყველაზე მასობრივი ორგანიზაცია. დღესდღეობით იმყოფება უაღრესად რადიკალური მართლმადიდებლური ფუნდამენტალიზმის პოზიციებზე. წარმოადგენს პარამილიტარულ ფორმირებას.

რუსული საერთო ეროვნული კავშირი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსული საერთო ეროვნული კავშირი (რუს. ენაზეРусский общенациональный союз - რუსული აბრევიაციით РОНС)

დააარსა 1990 წლის 1 დეკემბერს იგორ არტჲომოვმა (Игорем Артемов).

ხელმძღვანელობა: ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე: იგორ ვლადიმირის ძე არტჲომოვი (Артёмов, Игорь Владимирович)

იდეოლოგია: მართლმადიდებლური ნაციონალ-მონარქიზმი.

თავისებურებები: აქტივიზმი, ისწრაფვიან შექმნან დახურული, მაგრამ ქმედითი თემები. ორიენტირებულნი არიან სახელმწიფო სახელმწიფოში.

ორგანიზაცია მონაწილეობს ნაციონალისტური ორგანიზაციების კოალიციაში - რუსულ მარში ("Русский марш")

ნაციონალურ-ბოლშევიკური პარტია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაციონალურ-ბოლშევიკური პარტია (რუს. ენაზეНационал-Большевистская Партия - რუსული აბრევიაციით НБП)

დააარსა 1993 წლის 1 მაისს მწერალმა ედუარდ ლიმონოვმა (Эдуард Лимонов), ფილოსოფოსმა ალექსანდრე დუგინმა (Александр Дугин) და პანკ-მუსიკოსმა ეგორ ლეტოვმა (Егор Летов).

ხელმძღვანელობა: პოლიტიკური საბჭო

იდეოლოგია: ნაციონალ-ბოლშევიზმი

თავისებურებები: წევრების იდეოლოგიურ მსოფლხედველობათა სხვადასხვაობა(სპექტრი: ანარქო-კომუნიზმიდან და მარქსიზიდან დაწყებული დამთავრებული უკიდურესად მემარჯვენე ტრადიციონალიზმამდე)

ორგანიზაცია მონაწილეობს რევოლუციურ-დემოკრატიულ კოალიციაში სახელწოდებით "სხვა რუსეთი" ("Другая Россия")

მოძრაობა არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძრაობა არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ (რუს. ენაზეДвижение против нелегальной иммиграции - რუსული აბრევიაციით - ДПНИ.

დააარსა 2002 წლის 10 ივლისს ვლადიმირ ბასმანოვმა (Владимиром Басманов), რომელიც იმხანად იმხანად გასამხედროებული ორგანიზაცია ნაციონალ-პატრიოტულ ფრონტ "პამჲატის" (რუსული დაწერილობით "Память") წევრი იყო.

ხელმძღვანელობა: ცენტრალური საბჭო, მეტ-ნაკლებად ცნობილი კოორდინატორი - ბელოვ, ალექსანდრ ანატოლჲევიჩი (Белов, Александр Анатольевич).

იდეოლოგია: ნაიტივიზმი, ნაციონალ-პროგრესიზმი

თავისებურებები: მზადყოფნა კონკრეტული მოქმედებებისათვის კოალიციების შესაქმნელად, აქტივიზმი, წევრების მსოფლმხედველობათა იდეოლოგიური მრავალფეროვნება(სპექტრი: ნაციონალ-სოციალიზმიდან და რასიზმიდან დაწყებული დამთავრებული ნაციონალ-დემოკრატიითა და თავისუფლების იდეებით)

ორგანიზაცია მონაწილეობს ნაციონალისტური ორგანიზაციების კოალიციაში - "რუსული მარში" ("Русский марш").

მეორე დონის ორგანიზაციები :[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

(ამ ორგანიზაციების რიცხოვნება მხოლოდ მოსკოვში 50-100 კაცს შეადგენს. სავარაუდოდ ესაა მხოლოდ აქტიურ წევრთა რიცხვი. უცნობია არაწევრ და ნაკლებად აქტიურ თანამოაზრე პირთა რაოდენობა)

ჩრდილოეთის საძმო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

"ჩრდილოეთის საძმო" (რუს. ენაზეСеверное Братство - რუსული აბრევიაციით - СБ)

დააარსა 2006 წლის დეკემბერში რუს ნაციონალისტთა ერთმა ჯგუფმა.

ორგანიზაციის ტიპი: ცენტრალური ხელმძღვანელობის გარეშე არსებული ქსელური ორგანიზაცია. ორგანიზაციის ერთადერთი სტრუქტურული ერთეული – ე.წ. ავტონომიური ჯგუფი (რუსულად Автономная Группа, შემოკლ. АГ)

იდეოლოგია: ნაციონალიზმი. "ჩრდილოეთის საძმომ" თავის იდეოლოგიურ ბაზისად აირჩია რუსი პროფესორის, პჲოტრ მიხაილის-ძე ხომიაკოვის წიგნების სერია "Сварогов квадрат"-ი და პროგრამა "ნორნა" (НОРНА). (იხილეთ "ჩრდილოეთის საძმოს" საიტი ინტერნეტში)

თავისებურებები: მკვეთრად გამოხატული ანტისახელმწიფოებრივი და ნაციონალისტური მიმართულება.

წევრთა რაოდენობა: ზუსტი მონაცემები არ არსებობს. არაპირდაპირი, ირიბი მონაცემების მიხედვით 2008 წლის ივნისს "ჩრდილოეთის საძმოს" აქტიურ წევრთა რიცხვი 200 კაცი უნდა ყოფილიყო.

ჭეშმარიტად რუსული ნაციონალური ერთობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჭეშმარიტად რუსული ნაციონალური ერთობა (რუს. ენაზეИстинное Русское Национальное Единство - რუსული აბრევიაციით - ИРНЕ.

დააარსა საინიციატივო ჯგუფმა 2005 წლის ზამთარში, ქალაქ მოსკოვში.

ხელმძღვანელობა: მთავარი სამმართველო შტაბი

იდეოლოგია: მართლმადიდებლური ნაციონალ-სოციალიზმი

მესამე დონის ორგანიზაციები :[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

(ამ ორგანიზაციების რიცხოვნება მხოლოდ მოსკოვში 30-50 კაცს შეადგენს. სავარაუდოდ ესაა მხოლოდ აქტიურ წევრთა რიცხვი. უცნობია არაწევრ და ნაკლებად აქტიურ თანამოაზრე პირთა რაოდენობა)

რუსი ხალხის კავშირი (ივაშოვის)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსი ხალხის კავშირი (რუს. ენაზე Союз русского народаრუსული აბრევიაციით СРН (ე.წ. ივაშოვის პარტია).)

დააარსა ალექსანდრე ბარკაშოვმა 1990 წლის 16 ოქტომბერს, რომელიც იმხანად გასამხედროებული ორგანიზაცია ნაციონალ-პატრიოტულ ფრონტ "პამჲატის" (რუსული დაწერილობით "Память") წევრი იყო.

დააარსა 2004 წლის 31 ოქტომბერს ვიაჩესლავ კლიკოვმა (Вячеславом Клыковым). წარმოადგენს გახლეჩილი ადრე ერთიანი ორგანიზაციის ფრაგმენტს.

ხელმძღვანელობა: გენერალი ივაშოვი.

იდეოლოგია: ნაციონალ-სტალინიზმი

თავისებურებები: უკუაგდო მართლმადიდებლურ-მონარქისტული შემადგენელი და გადაიხარა საერთონაციონალისტური იდეოლოგიისაკენ

რუსი ხალხის კავშირი (ნაზაროვის)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსი ხალხის კავშირი (რუს. ენაზე Союз русского народаრუსული აბრევიაციით СРН (ე.წ. ნაზაროვის პარტია).)

დააარსა 2004 წლის ოქტომბერს 31 ოქტომბერს ვიაჩესლავ კლიკოვმა (Вячеславом Клыковым). წარმოადგენს გახლეჩილი ადრე ერთიანი ორგანიზაციის ფრაგმენტს.

ხელმძღვანელობა: ნაზაროვი, მიხაილ ვიქტორის ძე (Назаров, Михаил Викторович)

იდეოლოგია: მართლმადიდებლური ნაციონალ-მონარქიზმი.

თავისებურებები: რადიკალური ანტისიონიზმი, ემხრობა რუსი ხალხის რევოლუციამდელი კავშირის იდეას.

ორგანიზაცია მონაწილეობს ნაციონალისტურ კოალიციაში – რუსული მარში

დიადი რუსეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიადი რუსეთი (რუს. ენაზე Великая Россияრუსული აბრევიაციით - ВР)

დააარსა 2007 წლის 5 მაისს (სახელმწიფო სათათბიროს "დუმა" დეპუტატებმა დიმიტრი როგოზინმა (Дмитрией Рогозин) და ანდრეი საველიევმა (Андрей Савельев).

ხელმძღვანელობა: საველჲევი, ანდრეი ნიკოლაის ძე (Савельев, Андрей Николаевич)

იდეოლოგია: ტრადიციული სწავლების ზომიერი ნაციონალ-პატრიოტიზმი.

თავისებურებები: არაა რეგისტრირებული იუსტიციის სამინისტროს მიერ.

სახალხო კავშირი (პარტია)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახალხო კავშირი (რუს. ენაზე Народный союзრუსული აბრევიაციითНС)

დაარსდა 1991 წლის 21 სექტემბერს, როცა რუსეთის ფედერაციის დეპუტატმა სერგეი ბაბურინმა რუსეთის საერთო სახალხო კავშირი (Русский общенародный союз). მოგვიანებით ამ პარტიას "სახალხო ნება" ("Народная воля") ეწოდა, ხოლო შემდეგ კი "სახალხო კავშირი" ("Народный союз").

ხელმძღვანელობა: ბაბურინი სერგეი ნიკოლაის ძე (Бабурин, Сергей Николаевич)

იდეოლოგია: ტრადიციული სწავლების ზომიერი ნაციონალ-პატრიოტიზმი, სტალინიზმის ელემენტებით.

თავისებურებები: არის ერთადერთი რეგისტრირებული ნაციონალისტურ-პატრიოტული პარტია, თუმცა სახელმწიფო სათათბიროში ("დუმა") არ ჰყავს თავისი დეპუტატები.

რუსეთის კონსტიტუციის დაცვის პარტია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსეთის კონსტიტუციის დაცვის პარტია (რუს. ენაზეПартия защиты российской конституции - რუს. აბრევიაციითПЗРК)

2006 წლის 19 აგვისტოს საარჩევნო ბლოკ "სპას"-ის ("Спас") წევრებისა და რამდენიმე ბარშაკოვის პარტიის რამდენიმე ყოფილი წევრის მიერ.

ხელმძღვანელობა: აღმასრულებელი კომიტეტი და პოლიტიკური საბჭო, მეტ-ნაკლებად ცნობილი ხელმძღვანელები არიან: ა. ნიკიტინი, ა. რაშიცკი, იუ. გორსკი, იუ. ვასინი, მ. ბურლაკოვი.

იდეოლოგია: ტრადიციული სწავლების ზომიერი ნაციონალ-პატრიოტიზმი.

თავისებურებები: მიუხედავად იმისა, რომ პარტიის წევრები მეტისმეტი რადიკალურობით გამოირჩევიან (პარტიის წევრები არიან სხვადასხვა ნაციონალისტური გაერთიანებების ყოფილი წევრები) პარტია მაინც ინარჩუნებს პროსახელმწიფოებრივ რიტორიკას.

ორგანიზაცია მონაწილეობს ნაციონალისტურ კოალიციაში – რუსული მარში

მეოთხე დონის ორგანიზაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

(ამ ორგანიზაციების რიცხოვნება მხოლოდ მოსკოვში 10-30 კაცს შეადგენს. სავარაუდოდ ესაა მხოლოდ აქტიურ წევრთა რიცხვი. უცნობია არაწევრ და ნაკლებად აქტიურ თანამოაზრე პირთა რაოდენობა)

რუსეთის ნაციონალ-პატრიოტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსეთის ნაციონალ-პატრიოტები (რუს. ენაზე Национал-патриоты России - რუს. აბრევიაციითНПР)

დააარსა 2002 წლის შემოდგომაზე ალექსეი ჟივოვმა (Алексеем Живов)

ხელმძღვანელობა: ცენტრალური საბჭო.

იდეოლოგია: ზომიერი სწავლების ნაციონალ-პატრიოტიზმი.

თავისებურებები: რასიზმის არარსებობა იდეოლოგიაში.

ნაციონალ-სოციალისტური საზოგადოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაციონალ-სოციალისტური საზოგადოება (რუს. ენაზე Национал-социалистическое общество - რუს. აბრევიაციითНСО)

დააარსა დიმიტრი რუმიანცევმა (Д. Румянцев) და სერგეი კოროტკიხმა (С. Коротких) 2003 წლის დეკემბერში.

ხელმძღვანელობა: პოლიტიკური საბჭო. დიმიტრი რუმიანცევმა და სერგეი კოროტკიხმა დასტოვეს მათ მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია.

იდეოლოგია: ნაციონალ-სოციალიზმი.

თავისებურებები: კოალიციის მიუღებლობა და გარეგნულად XX საუკუნის 20-30-იანი წლების ნაციონალ-სოციალისტური მოძრაობის გერმანულ ფორმაზე ორიენტირება, ანტისიონისტიური შემადგენლის ზომიერება იდეოლოგიაში.

ნაციონალ-პატრიოტული ფრონტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაციონალ-პატრიოტული ფრონტირუს. ენაზე Национал-патриотический фронт «Память» - (რუს. აბრევიაციითНПФ «Память»)

დააარსა დიმიტრი ვასილიევმა (Дмитрием Васильев) 1985 წლის 4 ოქტომბერი.

ხელმძღვანელობა: ნიკოლაი სკოროდუმოვი (Николай Скородумов) და გიორგი ბოროვიკოვი (Георгий Боровиков)

იდეოლოგია: მონარქო-ფაშიზმი, მართლმადიდებლური ფუნდამენტალიზმი.

თავისებურებანი: წარმოადგენს სსრკ–ში რუსთა პირველ ნაციონალისტურ ორგანიზაციას, დღესდღეობით რუსეთში ერთადერთი პოლიტგაერთიანებაა, რომელიც ოფიციალურად იწოდება ფაშისტურად.

ორგანიზაცია მონაწილეობს ნაციონალისტურ კოალიციაში - '''რუსული მარში'''.

სლავური კავშირი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სლავური კავშირი (რუს. ენაზე Славянский союз - რუს. აბრევიაციითСС)

დააარსა დიმიტრი დემუშკინმა 1999 წელს РНЕ-ს ერთ-ერთი ქვედანაყოფის ბაზაზე .

ხელმძღვანელობა: დიმიტრი დემუშკინი (Дмитрий Демушкин)

იდეოლოგია: ნაციონალ-სოციალიზმი.

თავისებურებანი: წევრთა დიდი რაოდენობა ნასამართლევია, ან სასჯელს იხდის.

ორგანიზაცია მონაწილეობს ნაციონალისტურ კოალიციაში - რუსული მარში.

ხალხი (მოძრაობა)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხალხი (მოძრაობა) (რუს. ენაზე Народ (движение) - რუს. აბრევიაციით - ДН)

დაარსდა 2007 წლის 23 ივნისს. დამფუძნებლები იყვნენ : სერგეი გულიაევი (Сергей Гуляев), ალექსეი ნავალნი (Алексей Навальный), პიოტრ მილოსერდოვი (Петр Милосердов), ანდრეი დმიტრიევი (Андрей Дмитриев).

ხელმძღვანელობა: დღიდან დაარსებისა იგივე.

იდეოლოგია: ნაციონალ-დემოკრატია,

თავისებურებანი: რასიზმის არარსებობა იდეოლოგიაში, ზომიერი ნაციონალიზმი, ორიენტირებულნი არიან სოციალურ შემადგენელზე.

რუსული ნაციონალური ერთობა (ავტონომიური)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსული ნაციონალური ერთობა (რუს. ენაზე Русское национальное единство - რუს. აბრევიაციითРНЕ)

დაარსდა 2002 წელს ა. ბარშაკოვის (РНЕ) ყოფილი თანამოაზრეების მიერ .

ხელმძღვანელობა: კოლეგიალური, ასევე რეგიონებში.

იდეოლოგია: ნაციონალ-სოციალიზმი, მართლმადიდებლური ფუნდამენტალიზმი.

თავისებურებანი: პარამილიტარული ფორმირება.

რუსეთის ნაციონალურ-იმპერიული (დერჟავული) პარტია (სევასტიანოვისა)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსეთის ნაციონალურ-იმპერიული (დერჟავული) პარტია (რუს. ენაზე Национал-державная партия России (Севастьянова) - რუს. აბრევიაციითНДПР)

დაარსდა 2002 წლის 24 თებერვალს საორგანიზაციო კომიტეტის მიერ.

ხელმძღვანელობა: სევატიანოვი, ალექსანდრე ნიკიტას ძე (Севастьянов, Александр Никитич)

იდეოლოგია: ნაციონალ-დემოკრატია.

თავისებურებები: პარტია დაურეგისტრირებელია

ორგანიზაცია მონაწილეობს ნაციონალისტურ კოალიციაში - '''რუსული მარში'''.

რუსეთის ნაციონალურ-იმპერიული (დერჟავული) პარტია (მირონოვისა)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსეთის ნაციონალურ-იმპერიული (დერჟავული) პარტია (რუს. ენაზე Национал-державная партия России - (Миронова) - რუს. აბრევიაციითНДПР)

დააარსა ბორის მორონოვმა, ერთიანი НДПР-ის დაშლის შემდეგ.

ხელმღვანელობა: ბორის მირონოვი (Борис Миронов).

იდეოლოგია: რადიკალური სწავლების ნაციონალ-პატრიოტიზმი, ანტისემიტიზმი.

თავისებურებები: რადიკალური ანტისემიტიზმი, პარტიის წევრთა ხანდაზმულობა.

მეხუთე დონის ორგანიზაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

(ამ ორგანიზაციების რიცხოვნება მხოლოდ მოსკოვში 10-მდე კაცს შეადგენს. სავარაუდოდ ესაა მხოლოდ აქტიურ წევრთა რიცხვი. უცნობია არაწევრ და ნაკლებად აქტიურ თანამოაზრე პირთა რაოდენობა)

რუსული საზოგადოებრივი მოძრაობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსული საზოგადოებრივი მოძრაობა (რუს. ენაზეРусское общественное Движение - რუს. აბრევიაციითРОД)

დააარსა კონსტანტინე კრილოვმა (Константин Крылов) 2005 წლის 26 აპრილს .

ხელმძღვანელობა: კონსტანტინე კრილოვი.

იდეოლოგია: ნაციონალ-დემოკრატია.

თავისებურებანი: ორიენტირებულნი არიან სამართალდამცავ მოღვაწეობაზე.

სახალხო ტაძარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახალხო ტაძარი (რუს. ენაზე Народный собор - რუს. აბრევიაციითНС დააარსა ვლადიმირ ხომიაკოვმა (Владимир Хомяков) და ოლეგ კასინმა (Олег Кассин) 2005 წლის სექტემბერში. (2002 ხომიაკოვი და კასინი მონაწილეობას იღებდნენ РНЕ დაშლაში).

ხელმძღვანელობა: ვლადიმირ ხომიაკოვი და ოლეგ კასინი.

იდეოლოგია: მართლმადიდებლური აქტივიზმი, პროსახელმწიფოებრივი ორიენტაცია (მხარს უჭერენ ვლადიმირ პუტინს)

თავისებურებანი: ორგანიზაცია ორიენტირებულია საინფორმაციო მოღვაწეობაზე და ცდილობს ქვეყნის რეგიონებში კოორდინაცია გაუწიო მართლმადიდებლურ საზოგადოებებს.

რუსული ნაციონალური პარტია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსული ნაციონალური პარტია (რუს. ენაზე Народная национальная партия - რუს. აბრევიაციითННП.

დააარსა ალექსანდრე ივანოვ-სუხარევსკიმ 1994 წელს.

ხელმძღვანელობა: ალექსანდრე ივანოვ-სუხარევსკი (Александр Иванов-Сухаревский).

იდეოლოგია: რუსიზმი (русизм)

თავისებურებანი: შეეცადნენ შეექმნათ РНЕ-ს მსგავსი ორგანიზაცია სკინ-ჰედური მოძრაობის ბაზაზე

შავი ასეული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შავი ასეული (რუს. ენაზე Черная Сотня - რუს. აბრევიაციითЧС.

დააარსა ალექსანდრე შტილმარკმა (Александр Штильмарк) 1993 წელს.

ხელმძღვანელობა: ალექსანდრე რობერტის ძე შტილმარკი (Штильмарк, Александр Робертович)

იდეოლოგია: მართლმადიდებლური ნაციონალ-მონარქიზმი.

თავისებურებანი: ორიენტირებულია რუსეთის ხალხის რევოლუციამდელი კავშირის შექმნის რიტორიკაზე.

რუსული ნაციონალ-ბოლშევიკური ფრონტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსული ნაციონალ-ბოლშევიკური ფრონტი (რუს. ენაზე Русский национал-большевистский фронт - რუს. აბრევიაციითРНБФ

დააარსეს НБП-ს ყოფილმა წევრებმა 2006 წელს.

ხელმძღვანელობა: ივან სტრუკოვი (Иван Струков)

იდეოლოგია: შტრასერის სწავლების ნაციონალ-სოციალიზმთან ახლოს მდგარი ნაციონალ-ბოლშევიზმი.

თავისებურებანი: ახასიათებს კონფრონტაცია ლიმონოვის НБП-სთან.

ნაციონალ-სოციალისტური პარტია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაციონალ-სოციალისტური პარტია (რუს. ენაზე Национал-социалистическая партия Руси - რუს. აბრევიაციითНСПР

დაარსდა 2007 წელს.

ხელმძღვანელობა: უცნობია.

იდეოლოგია: ნაციონალ-სოციალიზმი.

თავისებურებანი: ტერორისტული ორგანიზაცია. სავარაუდოდ იმართება საიდუმლო სამსახურების მიერ, ხოლო როგორც მიმიმუმი სარგებლობს ამ საიდუმლო სამსახურების (ეჶ ეს ბე-ს) უხილავი მფარველობით. თუმცა ამგვარი ვარაუდი მხოლოდ ამ ნაციონალისტური ორგანიზაციის მიერ როდი გამოითქმის.

თავისუფლების პარტია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავისუფლების პარტია (რუს. ენაზე Партия Свободы - რუს. აბრევიაციითПС

დააარსა ნიკოლაი ლისენკომ (Николаем Лысенко) 1992 წელს. პირველად ორგანიზაციას დაერქვა რუსეთის ნაციონალ-რესპუბლიკური პარტია.

ხელმძღვანელობა: იური ბელიაევი (Юрий Беляев)

იდეოლოგია: რასიზმი, ნაციონალ-სოციალიზმი.

თავისებურებანი: მცირეწლოვან სკინ-ჰედთა გაერთიანებაზე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]