შინაარსზე გადასვლა

დიმიტრი როგოზინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიმიტრი როგოზინი
რუს. Дмитрий Олегович Рогозин
დაბადების თარიღი 1963 1 დეკემბერი
დაბადების ადგილი მოსკოვი, სსრკ
მოქალაქეობა რუსეთის დროშა რუსეთი
განათლება მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და Q58229230?
სამეცნიერო ხარისხი ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი და ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი
ეროვნება რუსი
რელიგია მართლმადიდებელი
საქმიანობა პოლიტიკოსი
მამა ოლეგ როგოზინი
დედა თამარა როგოზინა
მეუღლე/ები ტატიანა როგოზინა
შვილ(ებ)ი ალექსეი როგოზინი
ჯილდოები მედალი „მოსკოვის 850 წლისთავის აღსანიშნავად“, honorary doctor of the Voronezh State University[1] , ალექსანდრე ნეველის ორდენი, Stolypin Medal, 1st class, Medal "For Strengthening of Brotherhood in Arms", Defence Ministry's 200 year medal, Medal "200 Years of the MIA of Russia", Q4286770?, Order of Grand Duke Dmitry Donskoy 2nd Class, weapon of honor, Dostyk Order of grade II, Medal "For Valiant Labor", Q4286933?, სსრკ-ის სპორტის ოსტატი, Order of Courage, სანქტ-პეტერბურგის 300 წლისთავის მედალი, Russian Federation Presidential Certificate of Gratitude და Order of Friendship
rogozin.ru

დიმიტრი როგოზინი (რუს. Дмитрий Олегович Рогозин; დ. 1 დეკემბერი, 1963, მოსკოვი) — რუსი სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი, ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი.[2]

2006 წლის მარტამდე იყი პარტია „მამულის“ (Родина) მდივანი; 2003-2004 წლებში იკავებდა სახელმწიფო დუმის (რუს. Государственная Дума) მდივნის მოადგილის პოსტს. 2008 წლის იანვრიდან 2011 წლის დეკემბრამდე იყო ნატოში რუსეთის წარმომადგენელი. 2018-2022 წლებში იყო რუსეთის ფედერაციის სამხედრო წარმოების კომისიის, სახელმწიფო კორპორაცია „როსკოსმოსის“ (რუს. Роскосмос) ხელმძღვანელი.

ადრეული ცხოვრება და განათლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგოზინი დაიბადა მოსკოვში, საბჭოთა სამხედრო მეცნიერის ოჯახში. დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1986 წელს ჟურნალისტიკის სპეციალობით, ხოლო 1988 წელს დაამთავრა მარქსიზმ-ლენინიზმის უნივერსიტეტი ეკონომიკის სპეციალობით.[3]

მისმა დისერტაციამ თემაზე „ომების ფილოსოფია და თეორია“ მას ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მოუტანა, ხოლო ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიენიჭა თემაზე „შეიარაღების თეორია, სამხედრო-ტექნიკური პოლიტიკა, შეიარაღების სისტემები“. ორივე ხარისხი მან პოლიტიკური საქმიანობის პროფესიულად წარმოებისას მოიპოვა.[4][5]

პოლიტიკური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1992 წელს როგოზინი მონაწილეობდა დნესტრისპირეთის ომში მოლდოვის ძალების წინააღმდეგ, ირიცხებოდა რა მოხალისეთა რაზმში.[6] დნესტრისპირეთში გაიცნო გენერალი ალექსანდრე ლებედი. არის დნესტრისპირეთის მოლდოვისგან დამოუკიდებლობის აქტიური მხარდამჭერი.[7][8]

1993 წელს როგოზინი შეუერთდა გენერალ ალექსანდრე ლებედის მეთაურობით მოქმედ რუსული თემების კონგრესს, ხოლო 2002 წელს ვერტმფრენის კატასტროფისას ლებედის დაღუპვის შემდეგ, როგოზინმა სერგეი გლაზიევთან ერთად დააფუძნა პარტია „როძინა“ (Ро́дина).[9]

როგოზინის ხელმძღვანელობით „როძინა“ რუსული პოლიტიკის მარჯვენა ფრთისკენ გადაიხარა და გახდა ქვეყნის მეორე უმსხვილესი პარტია. როგოზინის პოლიტიკასთან დაკავშირებულმა არაერთმა სკანდალმა 2005 წელს მისი დისკვალიფიკაცია გამოიწვია, მოსკოვის საქალაქო სათათბიროს არჩევნებში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევის სახით, შოვინისტური ლოზუნგის „გავწმინდოთ ნაგავი!“ გამოყენების გამო.[10]

2008 წელს როგოზინი მედვედევ-პუტინის მიერ დაინიშნა რუსეთის ელჩად ნატო-ში. როგორც რუსეთის ნატოში წარმომადგენელი, იგი მკვეთრად ეწინააღმდეგებოდა უკრაინის და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას.[11]

2014 წელს როგოზინი ჩართული იყო რამდენიმე დიპლომატიურ კონფლიქტში ყირიმის რუსეთის ფედერაციის მიერ ანექსიის შემდეგ. 2014 წლის 17 მარტს, ყირიმის სტატუსის რეფერენდუმის მომდევნო დღეს, როგოზინი გახდა ერთ-ერთი პირველი შვიდი პირიდან, ვინც აღმასრულებელი სანქციების ქვეშ მოექცა აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას მიერ. სანქციებმა გაუყინა მას აქტივები აშშ-ში და აეკრძალა ქვეყანაში შესვლა.[12]

2018 წლის მაისში პუტინმა როგოზინი აირჩია როსკოსმოსის ხელმძღვანელად.[13] ამ თანამდებობაზე ყოფნისას მან არაერთი სკანდალი გამოიწვია შეთქმულების თეორიების პროპაგანდით და რადიკალური განცხადებების გაკეთებით.[14] როგოზინმა ეჭვი გამოთქვა, რომ აშშ-ს აპოლო 11-ის მისია 1969 წელს რეალურად არ დაშვებულა მთვარეზე და განაცხადა, რომ ჯერ არ უნახავს ამის დამადასტურებელი მტკიცებულება.[15]

2022 წლის 26 თებერვალს როგოზინმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც დაემუქრა ამერიკელ ასტრონავტ მარკ ტ. ვანდე ჰაის კოსმოსში დატოვებით.[16][17]

2022 წლის 13 ივნისს როგოზინმა განაცხადა, რომ უკრაინა უნდა განადგურდეს „ერთხელ და სამუდამოდ“.[18] 15 ივლისს იგი გადააყენეს როსკოსმოსის ხელმძღვანელის თანამდებობიდან.[19]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ↑ https://www.vsu.ru/ru/university/general/history/doctors.html
  2. ↑ დიმიტრი როგოზინის ბიოგრაფია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-11. ციტირების თარიღი: 2016-07-29.
  3. ↑ https://web.archive.org/web/20141113160926/http://government.ru/en/gov/persons/170/events/
  4. ↑ https://web.archive.org/web/20170911201255/http://government.ru/gov/persons/170/bio/
  5. ↑ https://www.tadviser.ru/index.php/Персона:Рогозин_Дмитрий_Олегович
  6. ↑ http://unimedia.md/?mod=news&id=46646
  7. ↑ https://www.dw.com/ro/misiunea-lui-rogozin-s%C4%83-preg%C4%83teasc%C4%83-terenul-pentru-recunoa%C5%9Fterea-transnistriei/a-15828707
  8. ↑ https://ziare.com/europa/moldova/rusia-daca-romania-se-uneste-cu-moldova-punem-si-noi-umarul-la-independenta-transnistriei-1372825
  9. ↑ http://www.randomhouse.com/catalog/display.pperl?isbn=9781400066827&view=excerpt
  10. ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-05-05. ციტირების თარიღი: 2026-08-29
  11. ↑ https://web.archive.org/web/20081205055806/http://www.unian.net/eng/news/news-287944.html
  12. ↑ http://www.businessinsider.com/crimea-vote-referendum-sanctions-obama-putin-2014-3<ref>https://www.bbc.com/news/world-europe-26613567 <ref>https://assets.publishing.service.gov.uk/media/6419b742d3bf7f7ff9a35d0b/Notice_Russia_210323.pdf
  13. ↑ http://spacenews.com/putin-taps-rogozin-to-head-roscosmos/
  14. ↑ https://www.telegraph.co.uk/world-news/2022/03/12/western-sanctions-could-cause-international-space-station-crash/
  15. ↑ https://www.theregister.com/2023/05/09/dmitry_rogozin_moon_landing_sceptic/
  16. ↑ https://www.ctvnews.ca/sci-tech/article/russian-space-agency-chief-threatens-to-leave-us-astronaut-on-space-station/
  17. ↑ https://abc7ny.com/russia-international-space-station-mark-vande-hei-iss-american-astronaut/11639556/
  18. ↑ https://twitter.com/Rogozin/status/1536418079143563266
  19. ↑ https://meduza.io/feature/2022/07/15/dmitriy-rogozin-uvolen-iz-roskosmosa-chto-on-sdelal-i-chto-posle-sebya-ostavil