რუსული მარში
იერსახე
რუსული მარში აღნიშნავს რუსული ნაციონალისტური ორგანიზაციების მოწყობილ მსვლელობასა და მიტინგს სახალხო ერთობის დღეს, 2005 წლის 4 ნოემბერს რუსეთის დედაქალაქის, მოსკოვის ქუჩებში. 2005 წლის 4 ნოემბერს მოწყობილი ეს აქცია იყო რუსეთის ისტორიაში ნაციონალისტთა პირველი ყველაზე მასობრივი და სანქციონირებული გამოსვლა. მოგვიანებით ამ აქციის ჩატარება ყოველწლიურ ტრადიციად იქცა, ამასთანავე მან გეოგრაფიაც გაიფართოვა. რუსული მარში დღესდღეობით რუსეთის 10-ზე მეტ ქალაქში ტარდება და ნაციონალისტთა ყველაზე მასშტაბურ აქციას წარმოადგენს.