შინაარსზე გადასვლა

რუსული ნაციონალური ერთობა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რუსული ნაციონალური ერთობა (რუს. ენაზე Русское национальное единствоრუსული აბრევიაციით ООПД РНЕ (ე.წ. ბარკაშოვის გვარდია – Гвардия Баркашова) არის რუსეთის რადიკალურ-ნაციონალისტური საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც თავის მოვალეობად აცხადებს „რუსი ნაციის დღევანდელი დღისა და მომავლის, მისი ღირსეული ისტორიული გზის უზრუნველყოფას. ეს ორგანიზაცია თავის ამოცანად მიიჩნევს დაუბრუნოს რუს ხალხს მისი ისტორიული როლი სახელმწიფოში და მსოფლიოში.“

რუსული ნაციონალური ერთობის ემბლემა არის „კოლოვრატად“ (коловрат) წოდებული სტილიზებული სვასტიკა, რომელიც საზოგადოდ მეტად ძველი არის და მას მთელ მსოფლიოში შეხვდებით, კორეის ნახევარკუნძულით დაწყებული და ძველი ეგვიპტით დამთავრებული, თუმცა ის მნიშვნელობა, რომლითაც ის რუსეთშია აღჭურვილი, XX საუკუნეში არსებული ნაციონალისტური იდეოლოგიების სიმბოლიკასთან ალუზიას უფრო წარმოადგენს.

ეს სიმბოლო არის ეროვნული სიმბოლიკის გვიანი მითოლოგიზების მცდელობის ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც ფრიად ახასიათებს ევროპის ნაციონალისტურ მოძრაობებს. რუს რადიკალ-ნაციონალისტთა აზრით ეს ნიშანი რუსეთში ღმერთის არსებობას მოწმობს.

მოძრაობის ძირითადი პრინციპები:

  • ნაციონალური ვალი.
  • ნაციონალური იდეოლოგია.
  • რუსული მართლმადიდებლური ტრადიციები.

ძირითადი ამოცანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძრაობის იდეოლოგთა თანახმად, რუსეთის ნაციონალური მოძრაობის მთავარ ამოცანად „რუსულ მიწაზე რუსული წესრიგის დამყარება“, რაც უნდა გამოიხატოს შემდეგი საკითხების გადაწყვეტისას:

მოძრაობა 1990-იან წლებში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსეთის ნაციონალური მოძრაობა დაარსდა 1990 წლის ოქტომბერში საზოგადოება „პამიატის“ (ხსოვნა) ყოფილი წევრის ალექსანდრე ბარშაკოვის მიერ.

რუსეთის ნაციონალურმა მოძრაობამ 1991 წლის 18–19 აგვისტოს მხარი დაუჭირა პუტჩს, რომელსაც სათავეში ედგა საბჭოთა კავშირის უმაღლესი რანგის რამდენიმე სახელმწიფო მოხელისაგან შემდგარი თვითგაცხადებული, ედ (ГКЧП) წოდებული ორგანო.

1993 წელს მოსკოვში შეიარაღებული შეტაკებების შემდეგ რუსეთის ნაციონალური ერთობის წევრთა მიმართ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მხრიდან გატარებული იქნა ოფიციალური სანქციები; დააპატიმრეს ალექსანდრე ბარშაკოვი და მოძრაობის წევრთა ერთი ნაწილი, აკრძალეს მოძრაობა „რუსული წესრიგი“ («Русский Порядок»), დაშალეს რეგიონული ფორმირებები. თუმცა 1994 წელს რუსეთის ნაციონალურმა ერთობამ განაახლა მოღვაწეობა. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული ეს პოლიტიკური მოძრაობა რუსეთის ყველაზე დიდ ნაციონალისტურ მოძრაობად ყალიბდება.

მოძრაობა „ალექსანდრე ბარკაშოვი“

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006 წლის 16 დეკემბერს რუსეთის ნაციონალური ერთობის მოსკოველი აქტივისტების ინიციატივითა და ალექსანდრე ბარკაშოვის თანხმობით დაფუძნებულ იქნა მოძრაობა „ალექსანდრე ბარკაშოვი“. თვითონ ბარკაშოვი კი ბერად აღეკვეცა და სახელად მამა მიხეილი იწოდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]