კონსტანტინე კრილოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კონსტანტინე ალექსანდრეს ძე კრილოვი (რუს. Константин Александрович Крылов; დ. 26 მაისი, 1860, ვილნას გუბერნია, — გ. 30 მარტი, 1930, ქ. ნოვი-სადი, სერბეთი) — რუსეთის იმპერიის არმიის ინფანტერიის გენერალი (1917).

სამხედრო სამსახურში იყო 1879 წლიდან. დაამთავრა ნიკოლოზის სახელობის გენერალური შტაბის აკადემია (1887). 1898 მიიღო პოლკოვნიკის წოდება. 1904-1906 წლებში მეთაურობდა ხერსონის 130-ე ქვეით პოლკს. კრილოვი იყო დასავლეთ საქართველოში რევოლუციური გამოსვლების და გურიის რესპუბლიკის სასტიკი ჩახშობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1906 წელს მიიღო გენერალ-მაიორის, 1912 წელს — გენერალ-ლეიტენანტის ჩინი. იყო კიევის სამხედრო სასწავლებლის უფროსი (1906-1914), 35-ე ქვეითი დივიზიის მეთაური (1914), 33-ე საარმიო კორპუსის სარდალი (1915-1917). რუსეთის სამოქალაქო ომის დროს ირიცხებოდა „სამხრეთ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში“. ბოლშევიკების გამარჯვების შემდეგ ემიგრაციაში იყო იუგოსლავიაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Шанин, Теодор. Революция как момент истины. Россия 1905-1907 гг. - 1917-1922 гг.. — М. : Весь Мир, 1997. — 560 p. — ISBN 5-777-0039-X.