ნიკოლოზ სევეროვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ნიკოლოზ პავლეს ძე სევეროვი (დ. 2 მარტი, 1887, თბილისი, რუსეთის იმპერია— გ. 21 თებერვალი, 1957, კიევი, უკრაინის სსრ) — რუსი არქიტექტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა თბილისში. 1915 წელს დაამთავრა პეტერბურგის სამოქალაქო-საინჟინრო ინსტიტუტი. 1918-1948 წლებში მუშაობდა თბილისში, იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და 1922–1948 წლებში მისი პროფესორი. 1935-1948 წლებში იყო საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე, 1948 წლიდან მუშაობდა კიევში.

ნამუშევრები: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის შენობის რეკონსტრუქცია (1929), ამიერკავკასიის ფედერაციის მთავრობის სახლი (შემდეგში - საქართველოს კომუნისტური პარტიის თბილისის კომიტეტი; 1929–1930 წლებში) თამარ მეფის ხიდი (1935), კინოთეატრი „რუსთაველი“ (1939), საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დასასვენებელი სახლი გაგრაში (1935) და სხვა.

დიდი ღვაწლი მიუძღვის ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლთა (ნეკრესი, შიომღვიმე, მცხეთის ჯვარი, წრომი, კუმურდო, მარტვილი, ალავერდი, ნიკორწმინდა და სხვა) მეცნიერულ აზომვა-ფიქსაციაში. ავტორია ნაშრომებისა, რომლებშიც იხილავს ქართული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვან საკითხებს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]