რეტეზატის ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რეტეზატის ეროვნული პარკი

Parcul Național Retezat

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
Retezat.jpg
რეტეზატის ეროვნული პარკი
მდებარეობა
Actual Hunedoara county CoA.png ჰუნედოარა
ქვეყანა რუმინეთის დროშა რუმინეთი
კოორდინატები 45°20′ ჩ. გ. 22°50′ ა. გ. / 45.333° ჩ. გ. 22.833° ა. გ. / 45.333; 22.833
ფართობი 381 კმ²
დაარსდა 1935 წელს
ოფიციალური საიტი ოფიციალური საიტი

რეტეზატის ეროვნული პარკი (რუმ. Parcul Național Retezat) — ეროვნული პარკი რუმინეთში. შეიქმნა ბუნებრივი ლანდშაფტების დაცვის მიზნით 1935 წელს. მდებარეობს სამხრეთ კარპატებში, რეტეზატის მასივზე. ფართობი 381 კმ². დამახასიათებელია ძველი გამყინვარების ნიშნები, რაც რელიეფში გამოიხატება ტროგების, ცირკების, მყინვარული ტბებისა და სხვათა სახით. გვხვდება მურა დათვი, მგელი, ფოცხვერი, ჩვეულებრივი მელა, კეთილშობილი ირემი, ევროპული შველი, გარეული ღორი; მაღალმთიანეთშია არჩვი და ალპური ზაზუნა, მდინარეების ნაპირზეა წავი. ორნითოფაუნას ქმნის მთის არწივი, ორბი, სოღო, მეთხილია, ზარნაშო და სხვა. ქვეწარმავლებიდან გვხვდება ჩვეულებრივი გველგესლა, ამფიბიებიდან ალპური ტრიტონი. მთიან ადგილებში იზრდება წიფელი, ნაძვი, სოჭი, არყი, ცირცელი. სუბალპურ სარტყელშია ფიჭვი. 1979 წელს პარკის ნაწილი გამოცხადდა იუნესკოს ბიოსფერულ ნაკრძალად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]