სოღო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოღო
Tetrao urogallus Richard Bartz.jpg
მამალი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ქათმისნაირნი
ოჯახი:  ხოხბისებრნი
გვარი:  სოღო
სახეობა:  სოღო
ლათინური სახელი
Tetrao urogallus (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 LC ka.svgსაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 100600295

სოღო[1][2][3], ყრუანჩელა[4][5] (ლათ. Tetrao urogallus) — ფრინველი ხოხბისებრთა ოჯახისა. მამალი საშუალოდ იწონის 4100 გრამს, დედალი — 2000 გრამს. მამალს თავის ზედა ნაწილი, კისერი და ზურგი მონაცისფრო აქვს, ფრთები ყავისფერი, შავი და მწვანე ლითონისებურად მბზინვარე ჩიჩახვი. სხეულის ქვედა ნაწილი მუქია და მსხვილი თეთრი ლაქები აყრია. სოღო გვხვდება ევროპისა და აზიის წიწვოვან, შერეულ და ფოთლოვან ტყეებში. უკანასკნელი 100-200 წლის განმავლობაში სოღოს გავრცელების არეალი და რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, ხოლო ადგილ-ადგილ ამოწყდა. დიდ ბრიტანეთში XVIII საუკუნის შუა წლებში სოღო გაწყვიტეს, შემდეგ 1837 წელს შეიყვანეს იქ შვედეთიდან და „დასახლდა“. ბუდეს მიწაზე იკეთებს, დებს 6-8, იშვიათად 12-16 კვერცხს. კრუხობს დედალი 25-28 დღე-ღამე. ზაფხულში იკვებება ყლორტით, ყვავილებით, კვირტით, კენკრით, ბარტყი — მწერებითა და ობობებით; გაზაფხულზე ლარიქსის წიწვით, ზამთარში — ფიჭვისა და ნაძვის წიწვით, კვირტით. სოღო — სარეწაო და სპორტული ნადირობის ობიექტია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 18, 159, 233, თბ.: გამომც. „მეცნიერება“, 1973.
  2. ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, გვ. 453-454, თბ., 1984 წელი.
  3. capercaillie — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  4. ყრუანჩელა — Грузинско-русский словарь
  5. Глухарьრუსულ-ქართული ლექსიკონი // საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=სოღო&oldid=3641303“-დან