შინაარსზე გადასვლა

ზემო ბოლნისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზემო ბოლნისი — ნასოფლარი ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მდ. ბოლნისისწყლის (ფოლადაურის) ხეობაში, ბოლნისის სიონის ზემოთ.

ნასოფლარზე საცხოვრებელ შენობათა ნანგრევებს შორის, ერთმანეთისგან 2–3 კმ დაშორებით, დგას 2 პატარა ერთნავიანი ეკლესია. ერთი მათგანი ნაგებია სხვადასხვა ზომის უხეშად დამუშავებული ქვით. აქვს ორი შესასვლელი – დასავლეთიდან და სამხეთიდან. დასავლეთის შესასვლელის თავზე ჩასმულ ღია მწვანე ფერის ქვაზე ამოკვეთილ ასომთავრულ წარწერაში მოთხრობილია იმის შესახებ, რომ იერუსალიმიდან დაბრუნების შემდეგ ბოლნელმა ეპისკოპოსმა იოსებ რევიშვილმა 1651 წელს ააშენა ეკლესია ყიზილბაშთაგან განადგურებულ სოფ. ზემო ბოლნისში. წარწერაში მოხსენიებულია კიდევ ორი განადგურებული სოფელი – ახოთი და თალია. მეორე ეკლესია უფრო პატარა და უხეშად ნაწყობია. მის დასავლეთ ფასადში ჩართულია მოჩუქურთმებული ქვები.

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 344.
  • Чубинашвили Г. Н., К вопросу о местонахождении трех Болниси, წგ.: Вопросы истории искусства, т. 1, Тб., 1970