პრეტენდენტთა მატჩები მსოფლიოს პირველობაზე ჭადრაკში ქალთა შორის
პრეტენდენტთა მატჩები მსოფლიოს პირველობაზე ჭადრაკში ქალთა შორის — მსოფლიოს ჩემპიონობისათვის შეჯიბრების ერთ-ერთი ეტაპი. შემოღებულ იქნა 1968 წელს პრეტენდენტთა ტურნირების ნაცვლად. ტარდებოდა 1971-1984 წლებში. სულ ხუთი ციკლის განმავლობაში ჩატარდა 27 მატჩი.
1971-1975 წლებში მონაწილეობდა ოთხი, ხოლო 1977-1984 წლებში - რვა მოჭადრაკე. მეოთხედფინალური მატჩები შედგებოდა 10, ნახევარფინალური - 12, ხოლო ფინალური - 14 პარტიისაგან. საყაიმო ანგარიშის დროს ინიშნებოდა ორი დამატებითი პარტია. მათი ყაიმით დამთავრების შემთხვევაში თამაში გრძელდებოდა პირველ მოგებამდე. (თუმცა ერთხელ გამარჯვებულად გამოცხადდა შავი ფიგურებით მეტი პარტიის მომგები მოჭადრაკე). მატჩებში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ წინა პრეტენდენტთა ციკლის ფინალისტებს (ან დამარხცებულ მსოფლიოს ჩემპიონს) და საზონათშორისო ტურნირების გამარჯვებულებს.
პირველი ციკლი 1969-71
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1968 წელს ფიდემ პრეტენდენტთა ტურნირის ნაცვლად შემოიღო პრეტენდენტთა მატჩები. პირველი ასეთი ციკლი გაიმართა 1969-1971 წლებში. მასში მონაწილეობდნენ წინა პრეტენდენტთა ტურნირის გამარჯვებული, ალა კუშნირი და საზონათშორისო ტურნირის სამი გამარჯვებული. ჯერ გაიმართა ნახევარფინალური მატჩები, ხოლო შემდეგ ფინალური შეხვედრა, რომელმაც გამოავლინა კიდეც მსოფლიოს ჩემპიონთან მებრძოლი პრეტენდენტი. ორივე ნახევარფინალურ მატჩში ბრძოლა მეტად დაძბული გამოდგა. ორივეში გათამაშდა ათივე პარტია და გამარჯვებვულები მხოლოდ მეათე პარტიებმა გამოავლინა. სამაგიეროდ ფინალში ერთი მეტოქის უპირატესობა აშკარა იყო, თუმცა დამარცხებულს (ნანა ალექსანდრიას) ჰქონდა გასამართლებელი საბუთი. მაშინ იგი დედობას ელოდებოდა, რამაც იქონია კიდევ მატჩის შედეგზე გავლენა. პრეტენდენტი კი ზედიზედ მესამედ გახდა ალა კუშნირი.
ნახევარფინალური მატჩები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბლადელი აგვისტო-სექტემბერი 1971 ნანა ალექსანდრია - მილუნკა ლაზარევიჩი 5,4 - 4,5
| # | მოჭადრაკე | ქვეყანა | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | ქ |
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| 1 | ნანა ალექსანდრია | 1 | 1 | = | 0 | = | = | 1 | 0 | = | = | 5,5 | |
| 2 | მილუნკა ლაზარევიჩი | 0 | 0 | = | 1 | = | = | 0 | 1 | = | = | 4,5 |
- მინსკი აგვისტო-სექტემბერი 1971 ალა კუშნირი - ტატიანა ზატულოვსკაია 5,4 - 4,5
| # | მოჭადრაკე | ქვეყანა | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | ქ |
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| 1 | ალა კუშნირი | 1 | 1 | 1 | 0 | 0 | = | 1 | 0 | 1 | 0 | 5,5 | |
| 2 | ტატიანა ზატულოვსკაია | 0 | 0 | 0 | 1 | 1 | = | 0 | 1 | 0 | 1 | 4,5 |
ფინალური მატჩი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კისლოვოდსკი ნოემბერი - დეკემბერი 1971 ალა კუშნირი - ნანა ალექსანდრია 6,5 - 2,5
| # | მოჭადრაკე | ქვეყანა | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | ქ |
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| 1 | ალა კუშნირი | 1 | 1 | 0 | 1 | 0 | 1 | 1 | = | 1 | * | * | * | 6,5 | |
| 2 | ნანა ალექსანდრია | 0 | 0 | 1 | 0 | 1 | 0 | 0 | = | 0 | ** | * | * | 2,5 |
მეორე ციკლი 1972-75
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პრეტენდენტთა მატჩების II ციკლში თამაშის უფლება ალა კუშნირს, წინა პრეტენდენტთა ფინალური მატჩის მონაწილეს, ნანა ალექსანდრიას და საზონათშორისო ტურნირის ორ გამარჯვებულს, ვალენტინა კოზლოვსკაიას და ირინა ლევიტინას ჰქონდათ. მოგვიანებით ალა კუშნირმა თამაშზე უარი განაცხადა და იგი მარტა ლიტინსკაიამ შეცვალა. თუ რიგაში ალექსნადრიას არ გასჭირვებია ლიტინსკაიას დამარცხება, დიდი ბრძოლა გაიმართა კისლოვოდსკში. საჭირო შეიქმნა დამატებითი ორი პარტიის თამაში. პირველი ყაიმით დამთავრდა და მხოლოდ მეორეშო შეძლო ლევიტინამ კოზლოვსკაიას წინააღმდეგობის დაძლევა.
არანაკლებ დაძბული იყო ფინალური მატჩიც. ხან ლევიტინა იყო წინ, ხან ალექსანდრია. თორმეტმა პარტიამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა. ბრძოლა გაგრძელდა პირველ მოგებამდე. ოთხი ყაიმის შემდეგ ალექსანდრიამ მოიგო მეხუთე დამატებითი პარტია და პრეტენდენტი გახდა.
ნახევარფინალური მატჩები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რიგა მაისი-ივნისი 1974 ნანა ალექსანდრია - მარტა ლიტინსკაია 5,5 - 2,5
| # | მოჭადრაკე | ქვეყანა | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | ქ |
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| 1 | ნანა ალექსანდრია | 1 | 1 | 0 | 0 | 1 | 1 | 1 | = | * | * | 5,5 | |
| 2 | მარტა ლიტინსკაია | 0 | 0 | 1 | 1 | 0 | 0 | 0 | = | * | * | 2,5 |
- კისლოვოდსკი მაისი-ივნისი 1974 ირინა ლევიტინა - ვალენტინა კოზლოვსკაია 6,5 - 5,5
| # | მოჭადრაკე | ქვეყანა | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | ქ |
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| 1 | ირინა ლევიტინა | 0 | = | 1 | = | 0 | 1 | 0 | 1 | = | = | = | 1 | 6,5 | |
| 2 | ვალენტინა კოზლოვსკაია | 1 | = | 0 | = | 1 | 0 | 1 | 0 | = | = | = | 0 | 5,5 |
ფინალური მატჩი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მოსკოვი იანვარი - მარტი 1975 ნანა ალექსანდრია - ირინა ლევიტინა 9 - 8
| # | მოჭადრაკე | ქვეყანა | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | ქ |
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| 1 | ნანა ალექსანდრია | = | = | = | 0 | 1 | 0 | 1 | 1 | 0 | = | = | = | = | = | = | = | 1 | 9 | |
| 2 | ირინა ლევიტინა | = | = | = | 1 | 0 | 1 | 0 | 0 | 1 | = | = | = | = | = | = | = | 0 | 8 |
მესამე ციკლი 1975-1978
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პრეტენდენტთა მატჩების III ციკლში თამაშის უფლება 8 მოჭადრაკემ მიიღო. წინა პრეტენდენტთა ფინალური მატჩის მონაწილეებმა (ნანა ალექსანდრია და ირინა ლევიტინა) და საზონათშორისო ტურნირების სამ-სამმა გამარჯვებულმა: ვალენტინა კოზლოვსკაიამ, ალა კუშნრმა, ელენა ახმილოვსკაიამ, მაია ჩიბურდანიძემ, ელენა ფატალიბეკოვამ და ტატიანა ლემაჩკომ, რომელმაც დამატებითი მატჩი მოუგო ვან დერმიეს.
დაძაბული გამოდგა მატჩი თბილისში. ალექსანადრიამ მოიგო მატჩის პირველი ნახევარი, მაგრამ ჩიბურდანიძემ შეძლო მატჩში გარდატეხის შეტანა და გაიმარჯვა. ფატალიბეკოვამ უპრობლემოდ სძლია კოზლოვსკაიას, ხოლო კუშნირმა - ლევიტინას. დამატებითი ორი პარტია დასჭირდა ახმილოვსკაიას ლემაჩკოს დასამარცხებლად.
ნახევარფინალებში კვლავ იოლად გაიმარჯვა კუშნირმა, ხოლო ჩიბურდანიძემ ორჯერ გაუთანაბრა ანგარიში ახმილოვსკაიას და საბოლოოდ გაიმარჯვა კიდეც.
ფინალში მაია თავიდანვე დაწინაურდა 4-1. უდიდესი გამოცდილების მქონე კუშნირმა ბრძოლა არ შეწყვიტა და მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა. საბოლოოდ მაიამ ბოლომდე გაუძლო და მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა.
მეოთხედფინალური მატჩები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თბილისი აპრილი-მაისი 1977 მაია ჩიბურდანიძე - ნანა ალექსანდრია 5,5 - 4,5
| # | მოჭადრაკე | ქვეყანა | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | ქ |
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| 1 | მაია ჩიბურდანიძე | = | 1 | 0 | = | 0 | 1 | = | = | 1 | = | 5,5 | |
| 2 | ნანა ალექსანდრია | = | 0 | 1 | = | 1 | 0 | = | = | 0 | = | 4,5 |
| # | მოჭადრაკე | ქვეყანა | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | ქ |
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| 1 | ელენა ფატალიბეკოვა | 1 | 1 | = | = | 1 | = | = | 1 | * | * | 6 | |
| 2 | ვალენტინა კოზლოვსკაია | 0 | 0 | = | = | 0 | = | = | 0 | * | * | 2 |
- დორტმუნდი ივნისი-ივლისი 1977 ალა კუშნირი - ირინა ლევიტინა 6 - 3
| # | მოჭადრაკე | ქვეყანა | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | ქ |
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| 1 | ალა კუშნირი | 1 | 1 | = | 1 | 1 | = | 0 | 0 | 1 | * | 6 | |
| 2 | ირინა ლევიტინა | 0 | 0 | = | 0 | 0 | = | 1 | 1 | 0 | * | 3 |
- სოფია მაისი - ივნისი1977 ელენა ახმილოვსკაია - ტატიანა ლემაჩკო 6,5 - 5,5
| # | მოჭადრაკე | ქვეყანა | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | ქ |
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| 1 | ელენა ახმილოვსკაია | = | 1 | = | = | = | = | 0 | = | 0 | 1 | 1 | = | 6,5 | |
| 2 | ტატიანა ლემაჩკო | = | 0 | = | = | = | = | 1 | = | 1 | 0 | 0 | = | 5,5 |
ნახევარფინალური მატჩები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტალინი აგვისტო - ოქტომბერი 1977 მაია ჩიბურდანიძე - ელენა ახმილოვსკაია - 6,5 - 5,5
| # | მოჭადრაკე | ქვეყანა | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | ქ |
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| 1 | მაია ჩიბურდანიძე | 0 | 1 | = | 1 | 0 | = | = | 0 | 1 | = | 1 | = | 6,5 | |
| 2 | ელენა ახმილოვსკაია | 1 | 0 | = | 0 | 1 | = | = | 1 | 0 | = | 0 | = | 5,5 |
- ბერლინი სექტემბერი - ოქტომბერი 1977 ალა კუშნირი - ელენა ფატალიბეკოვა - 6,5 - 3,5
| # | მოჭადრაკე | ქვეყანა | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | ქ |
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| 1 | ალა კუშნირი | 1 | 1 | = | 0 | = | = | 0 | 1 | 1 | 1 | * | * | 6,5 | |
| 1 | ელენა ფატალიბეკოვა | 0 | 0 | = | 1 | = | = | 1 | 0 | 0 | 0 | * | * | 3,5 |
ფინალური მატჩი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბად-კისინგენი იანვარი - თებერვალი 1978 მაია ჩიბურდანიძე - ალა კუშნირი - 7,5 - 6,5
| # | მოჭადრაკე | ქვეყანა | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | ქ |
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| 1 | მაია ჩიბურდანიძე | = | 1 | = | 1 | 1 | 0 | = | = | = | 0 | 1 | 0 | = | = | 7,5 | |
| 1 | ალა კუშნირი | = | 0 | = | 0 | 0 | 1 | = | = | = | 1 | 0 | 1 | = | = | 6,5 |
მეოთხე ციკლი 1978-1981
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პრეტენდენტთა მატჩების IV ციკლში თამაშის უფლება 8 მოჭადრაკემ მიიღო. მსოფლიოს ექსჩემპიონმა ნონა გაფრინდაშვილმა, წინა პრეტენდენტთა ფინალური მატჩის მონაწილე ალა კუშნირმა და საზონათშორისო ტურნირების სამ-სამმა გამარჯვებულმა: ნანა ალექსანდრიამ, ელენა ახმილოვსკაიამ, ნინო გურიელმა, ნანა იოსელიანმა, ჟუჟა ვერეციმ და ტატიანა ლემაჩკომ. შემდგომში კუშნირმა უარი თქვა თამაშზე და მის მაგივრად დაუშვეს მარტა ლიტინსკაია, რომელმაც დამატებითი მატჩი მოუგო გიზელა ფიშდიკს.
ნახევარფინალურ მატჩებში ერთი მეტოქის უპირატესობა მეორეზე თვალნათელი იყო. ალექსანადრიამ მოუგო ახმილოვსკაიას, გაფრინდაშვილმა - გურიელს, იოსელიანმა - ვერეცის და ლიტინსკაიამ - ლემაჩკოს. უფრო დაძაბული იყო ბრძოლა ნახევარფინალებში. ალექსანდრიამ მხოლოდ დამატებით პარტიებში გატეხა ლიტინსკაიას წინააღმდეგობა, ხოლო გაფრინდაშვილის და იოსელიანის ბრძოლის ბედი გადაწყვიტა იმან, რომ ნანას მეტი პარტია ჰქონდა მოგებული შავი ფიგურებით.
ფინალში ალექსანდრია თავიდანვე დაწინაურდა 4-1 და აღარც შემდეგ გასჭირვებია მატჩის მოგებამდე მიყვანა. ალექსანდრია კიდევ ერთხელ გახდა პრეტენდენტი.
მეოთხედფინალური მატჩები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თბილისი მარტი 1980 ნონა გაფრინდაშვილი - ნინო გურიელი 6 - 3
| # | მოჭადრაკე | ქვეყანა | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | ქ |
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| 1 | ნონა გაფრინდაშვილი | 1 | 1 | = | 0 | = | 1 | 0 | 1 | 1 | * | 6 | |
| 2 | ნინო გურიელი | 0 | 0 | = | 1 | = | 0 | 1 | 0 | 0 | * | 3 |
- კისლოვოდსკი მარტი 1980 ნანა ალექსანდრია - ელენა ახმილოვსკაია 5,5 - 3,5
| # | მოჭადრაკე | ქვეყანა | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | ქ |
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| 1 | ნანა ალექსანდრია | 1 | 0 | = | = | 1 | 1 | = | = | = | * | 5,5 | |
| 2 | ელენა ახმილოვსკაია | 0 | 1 | = | = | 0 | 0 | = | = | = | * | 3,5 |
- დონი-მილოვაცი აპრილი 1980 ნანა იოსელიანი - ჟუჟა ვერეცი 6 - 3
| # | მოჭადრაკე | ქვეყანა | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | ქ |
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| 1 | ნანა იოსელიანი | = | = | = | = | 1 | = | = | 1 | 1 | * | 6 | |
| 2 | ჟუჟა ვერეცი | = | = | = | = | 0 | = | = | 0 | 0 | * | 3 |
- ოდესა ივნისი 1980 მარტა ლიტინსკაია - ტატიანა ლემაჩკო 5,5 - 2,5
| # | მოჭადრაკე | ქვეყანა | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | ქ |
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| 1 | მარტა ლიტინსკაია | = | = | 1 | = | 1 | = | = | 1 | * | * | 5,5 | |
| 2 | ტატიანა ლემაჩკო | = | = | 0 | = | 0 | = | = | 0 | * | * | 2,5 |
ნახევარფინალური მატჩები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| # | მოჭადრაკე | ქვეყანა | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | ქ |
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| 1 | ნანა იოსელიანი | = | 0 | = | = | = | 1 | 0 | 0 | 1 | 1 | = | = | = | = | 7 | |
| 2 | ნონა გაფრინდაშვილი | = | 1 | = | = | = | 0 | 1 | 1 | 0 | 0 | = | = | = | = | 7 |
| # | მოჭადრაკე | ქვეყანა | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | ქ |
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| 1 | ნანა ალექსანდრია | 1 | = | 1 | = | 0 | 0 | 0 | = | = | 1 | 1 | 1 | 7 | |
| 2 | მარტა ლიტინსკაია | 0 | = | 0 | = | 1 | 1 | 1 | = | = | 0 | 0 | 0 | 5 |
ფინალური მატჩი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თბილისი იანვარი - თებერვალი 1981 ნანა ალექსანდრია - ნანა იოსელიანი 6,5 - 2,5
| # | მოჭადრაკე | ქვეყანა | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | ქ |
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| 1 | ნანა ალექსანდრია | 0 | 1 | 1 | 1 | 1 | = | = | 1 | = | * | * | * | 6,5 | |
| 2 | ნანა იოსელიანი | 1 | 0 | 0 | 0 | 0 | = | = | 0 | = | * | * | * | 2,5 |
მეხუთე ციკლი 1981-1984
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პრეტენდენტთა მატჩების V ციკლში თამაშის უფლება 8 მოჭდრაკემ მიიღო. წინა პრეტენდენტთა ფინალური მატჩის მონაწილეებმა ნანა ალექსანდრიამ და ნანა იოსელიანმა და საზონათშორისო ტურნირების სამ-სამმა გამარჯვებულმა: ირინა ლევიტინამ, ნონა გაფრინდაშვილმა, მარგარეტა მურეშანმა, ლიდია სემიონოვამ, ლიუ შილანმა და ტატიანა ლემაჩკომ.
ნახევარფინალურ მატჩებში მხოლოდ ერთი მატჩი დამთავრდა ერთი მეტოქის აშარა უპირატესობით. ასე მოუგო იოსელიანმა ლიუ შილანს. დანარჩენ მატჩებში დიდი ბრძოლა გაჩაღდა. მეტად უკომპრომისო იყო ლევიტინა - გაფრინდაშვილის მატჩი, რომელშიც ათივე პარტია შედეგიანი აღმოჩნდა. სემიონოვამ მხოლოდ მეცხრე პარტიის მოგებით შეძლო მურეშანის დამარცხება. ალექსანდრია თავიდანვე დაწინაურდა და მხოლოდ ანგარიშის შემცირების საშუალება მისცა ლემაჩკოს.
უფრო დაძაბული იყო ბრძოლა ნახევარფინალებში. ლევიტინამ მხოლოდ დამატებით პარტიებში შეძლო ალექსანდრიას დამარცხება, ხოლო სემიონოვამ ბოლო მეათე პარტია მოუგო იოსელიანს.
ფინალში ლევიტინა თავიდანვე დაწინაურდა. შემდეგ სემიონოვამ ანგარიში კი გაათანაბრა, მაგრამ მეტი ვეღარ შეძლო და ლევიტინა პრეტენდენტი გახდა.
მეოთხედფინალური მატჩები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლვოვი მარტი-აპრილი 1983 ირინა ლევიტინა - ნონა გაფრინდაშვილი 6 - 4
| # | მოჭადრაკე | ქვეყანა | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | ქ |
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| 1 | ირინა ლევიტინა | 1 | 1 | 0 | 1 | 0 | 1 | 1 | 0 | 0 | 1 | 6 | |
| 2 | ნონა გაფრინდაშვილი | 0 | 0 | 1 | 0 | 1 | 0 | 0 | 1 | 1 | 0 | 4 |
- ბად-კისინგენი მარტი-აპრილი 1983 ლიდია სემიონოვა - მარგარეტა მურეშნი 5,5 - 4,5
| # | მოჭადრაკე | ქვეყანა | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | ქ |
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| 1 | ლიდია სემიონოვა | 1 | 1 | 0 | 1 | = | = | 0 | 0 | 1 | = | 5,5 | |
| 2 | მარგარეტა მურეშანი | 0 | 0 | 1 | 0 | = | = | 1 | 1 | 0 | = | 4,5 |
- ფელდენი მარტი-აპრილი 1983 ნანა იოსელიანი - ლიუ შილანი 6 - 3
| # | მოჭადრაკე | ქვეყანა | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | ქ |
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| 1 | ნანა იოსელიანი | = | 1 | 0 | 1 | = | = | 1 | = | 1 | * | 6 | |
| 2 | ლიუ შილანი | = | 0 | 1 | 0 | = | = | 0 | = | 0 | * | 3 |
- ალიკანტე აპრილი 1983 ნანა ალექსანდრია - ტატიანა ლემაჩკო 5,5 - 4,5
| # | მოჭადრაკე | ქვეყანა | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | ქ |
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| 1 | ნანა ალექსანდრია | 0 | 1 | 1 | 1 | = | 1 | 0 | = | 0 | = | 5,5 | |
| 2 | ტატიანა ლემაჩკო | 1 | 0 | 0 | 0 | = | 0 | 1 | = | 1 | = | 4,5 |
ნახევარფინალური მატჩები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დუბნა ნოემბერი-დეკემბერი 1983 ირინა ლევიტინა - ნანა ალექსანდრია 7,5-6,5
| # | მოჭადრაკე | ქვეყანა | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | ქ |
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| 1 | ირინა ლევიტინა | 1 | = | = | = | = | 0 | 0 | 1 | 0 | 1 | 1 | 0 | = | 1 | 7,5 | |
| 2 | ნანა ალექსანდრია | 0 | = | = | = | = | 1 | 1 | 0 | 1 | 0 | 0 | 1 | = | 0 | 6,5 |
- დაგომისი ნოემბერი - დეკემბერი 1983 ლიდია სემიონოვა - ნანა იოსელიანი 5,5 - 4,5
| # | მოჭადრაკე | ქვეყანა | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | ქ |
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| 1 | ლიდია სემიონოვა | 0 | 1 | 0 | 1 | 1 | 0 | 0 | 1 | = | 1 | 5,5 | |
| 2 | ნანა იოსელიანი | 1 | 0 | 1 | 0 | 0 | 1 | 1 | 0 | = | 0 | 4,5 |
ფინალური მატჩი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სოჭი მარტი - აპრილი 1984 ირინა ლევიტინა - ლიდია სემიონოვა 7 - 5
| # | მოჭადრაკე | ქვეყანა | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | ქ |
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| 1 | ირინა ლევიტინა | = | 1 | 1 | = | = | 0 | = | 0 | = | 1 | = | 1 | 7 | |
| 2 | ლიდია სემიონოვა | = | 0 | 0 | = | = | 1 | = | 1 | = | 0 | = | 0 | 5 |