პორტალი:ფეხბურთი/რჩეული სტატია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დინამო თბილისითბილისის საფეხბურთო კლუბი; ერთ-ერთი წარმატებული გუნდი საბჭოთა პერიოდში და საქართველოს რესპუბლიკაში. კლუბის მთავარი მიღწევა იყო 1981 წელს ევროპის თასების მფლობელთა თასის მოპოვება. ამ გათამაშების ფინალში მან აღმოსავლეთ გერმანული იენის „კარლ ცაისის“ წინააღმდეგ თამაშში დიუსელდორფში გაიმარჯვა ანგარიშით 2-1.

კლუბის ისტორიაში ყველაზე განთქმული გამარჯვება იყო 3:0 „ლივერპულთან“ 1979 წლის 3 ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონთა თასის პირველ რაუნდში. არანაკლებ სასახელო იყო ინგლისის „ვესტ ჰემისა“ და „კარდიფ სიტის“, ასევე ჰოლანდიის „ფეიენოორდის“, იტალიის „ნაპოლისა“ და „ინტერის“ დამარცხება.

გუნდი არის საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი (1964, 1978) და ამდენჯერვე საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი (1976, 1979). დინამო ხუთჯერ იყო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი და ცამეტჯერ ბრინჯაოს პრიზიორი.

დინამო არის საქართველოს ჩემპიონატის ცამეტგზის გამარჯვებული და ცხრაგზის საქართველოს თასის მფლობელი. გუნდს ხუთჯერ აქვს მოპოვეპული საქართველოს სუპერთასი. (…სრულად)