ცა ბერლინის თავზე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ცა ბერლინის თავზე
რეჟისორი ვიმ ვენდერსი
პროდიუსერი
  • ვიმ ვენდერსი
  • ანატოლ დაუმანი
სცენარის ავტორი
როლებში
  • ბრუნო განცი
  • სოლვეიგ დომარტინი
  • ოტო სანდერი
  • კურტ ბუა
  • პიტერ ფოლკი
ხანგრძლივობა 127 წუთი[1]
ქვეყანა
ენა
  • გერმანული
  • ინგლისური
  • ფრანგული
  • თურქული
  • ებრაული
  • ესპანური

„ცა ბერლინის თავზე“ (გერმ. Der Himmel über Berlin) — ვიმ ვენდერსის 1987 წლის რომანტიკული ფანტასტიკა.

ფილმი საფრანგეთისა და გერმანიის თანაწარმოებას წარმოადგენს. სცენარის იდეა ვიმ ვენდერსსა და პეტერ ჰანდკეს ეკუთვნით. მათთან ერთად სცენარის შექმნაზე რიჩარდ რეიტინგერმა იმუშავა. მთავარ როლებს ასრულებენ ბრუნო განცი, ოტო სანდერი, სოლვეი დომარტინი, კურტ ბუა და პიტერ ფოლკი.

„ცა ბერლინის თავზე“ მოკვდავთათვის უხილავი უკვდავი ანგელოზების შესახებ მოგვითხრობს. ისინი კედლით შემოსაზღვრულ დასავლეთ ბერლინში მცხოვრებ ადამიანებს აკვირდებიან, მათ ფიქრებს ისმენენ და ცდილობენ, ანუგეშონ უიმედონი. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი მჭიდროდაა დასახლებული, ადამიანთა უმრავლესობა მარტოსული და იზოლირებულია. ერთ-ერთ ანგელოზს, რომლის როლშიც ბრუნო განცი გვევლინება, ადამიანად გახდომის სურვილი ამოძრავებს. მას შემდეგ, რაც ცირკის საჰაერო აკრობატო შეუყვარდება, იგი საბოლოოდ გადაწყვეტს, უარი თქვას უკვდავებაზე და გახდეს მოკვდავი, რათა ადამიანური ხორციელი ყოფის სიამოვნება შეიცნოს.

„ცა ბერლინის თავზე“, როგორც ფერადად, ასევე შავ-თეთრადაა გადაღებული. ეს უკანასკნელი ანგელოზთა თვალით დანახულ სამყაროს ასახავს.

ფილმისთვის ვენდერსმა კანის კინოფესტივალსა და ევროპის კინემატოგრაფიულ დაჯილდოებაზე საუკეთესო რეჟისორის ჯილდოები მოიპოვა. ფილმმა, როგორც კრიტიკული, ასევე ფინანსური წარმატება დაიმსახურა. აკადემიკოსების ინტერპრეტაციით, ფილმმა კინემატოგრაფიის, ბიბლიოთეკების, ცირკისა და გერმანიის ერთიანობის მნიშვნელობა ასახა. 1990 წელს არაერთა კრიტიკოსმა „ცა ბერლინის თავზე“ 1980-იანი წლების ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად დაასახელა.

1993 წელს გამოვიდა ფილმის გაგრძელება „შორს, ასე ახლოს!“, ხოლო 1998 წელს გამოვიდა მისი ამერიკული რიმეიკი „ანგელოზების ქალაქი“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Wings of Desire. British Board of Film Classification.