მორავული ღამე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„მორავული ღამე“
ავტორი პეტერ ჰანდკე
ენა გერმანული ენა
გამოცემის თარიღი 2008

მორავული ღამე (გერმ. Die morawische Nacht) — ავსტრიელი მწერლის, პეტერ ჰანდკეს, 2008 წლის რომანი.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

რომანის პროტაგონისტი – მწერალი, რომელსაც წერა მიუტოვებია და თავს გადამდგარ ავტორს უწოდებს, – შვიდ მეგობარს – თავისი ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთის მოწმეებსა და მონაწილეებს – ეპატიჟება ბალკანეთში, დუნაის ერთ-ერთ შენაკადზე, მდინარე მორავაზე ღუზაჩაშვებულ გემზე, რომელიც უკვე კარგა ხანია მის სახლად ქცეულა და მთელი ღამის განმავლობაში მათ ევროპის გარშემო თავისი მოგზაურობის შესახებ უამბობს.

გამოხმაურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯოშუა კოენმა ნიუ-იორკ ტაიმზიდან „მორავულ ღამეს“ ჰანდკეს შემოქმედებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რომანი უწოდა.[1]

„მორავული ღამე“ წარდგენილი იყო გერმანული წიგნის ჯილდოზე, თუმცა ჰანდკემ, ახალგაზრდა ავტორთა მიმართ პატივისცემის ნიშნად, უარი თქვა ნომინაციაზე.[2] რომანი ასევე წარდგენილი იყო ევროპული წიგნის ჯილდოზე.[3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Cohen, Joshua. (2016-12-30) Peter Handke's Time-Traveling Tale of a Europe in Flux. The New York Times. ციტირების თარიღი: 2017-01-20.
  2. ber/dpa. (2008-09-04) Deutscher Buchpreis: Peter Handke verzichtet auf Nominierung German. Der Spiegel. ციტირების თარიღი: 2017-01-20.
  3. Présélection 2008 – Romans French. European Book Prize. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-02. ციტირების თარიღი: 2017-01-20.