შინაარსზე გადასვლა

აგრიპა (მთვარის კრატერი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მთვარის კრატერი
აგრიპა
Agrippa
მონაცემები
დიამეტრი 43.8 კმ
უდიდესი სიღრმე 3000 მ
ტიპი დარტყმითი კრატერი
სახელწოდება
ეპონიმი აგრიპა (ასტრონომი)
დამტკიცებულია IAU (1935)
მდებარეობა
4.1° ჩ. გ. 10.47° ა. გ. / 4.1° ჩ. გ. 10.47° ა. გ. / 4.1; 10.47
ციური სხეული მთვარე
აგრიპა (მთვარის კრატერი) — მთვარე
აგრიპა (მთვარის კრატერი)
აგრიპა ვიკისაწყობში

კრატერი აგრიპა (ლათ. Agrippa) — დარტყმითი მეტეორიტული კრატერი მთვარეზე. მდებარეობს მთვარის ხილვადი მხარის ეკვატორულ ნაწილში, ღრუბლების ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით. სახელი ეწოდა ძველი ბერძენი ასტრონომის აგრიპას პატივსაცემად (დამტკიცებულ იქნა საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის მიერ 1935 წელს). კრატერის ჩამოყალიბება თარიღდება ერატოსთენესის პერიოდით[1].

კრატერის ჩრდილო-დასავლეთით არის გიგინას ნაპრალი, ჩრდილოეთით ბოშკოვიჩის კრატერის ნაშთები, ჩრდილო-აღმოსავლეთით მცირე კრატერი ზილბერშლაგი და არიდეოსის ნაპრალი, აღმოსავლეთით კრატერები ტემპელი და უეველი, სამხრეთ-აღმოსავლეთით — კრატერი დარე, სამხრეთით — კრატერი გოდენი, სამხრეთ-დასავლეთით — კრატერი დემბოვსკი, დასავლეთით — კრატერი ტრისნეკერი[2]. კრატერის ცენტრის სელენოგრაფიული კოორდინატებია 4°06′N 10°28′E / 4.1° ჩ. გ. 10.47° ა. გ. / 4.1; 10.47, დიამეტრი 43.8 კმ[3], სიღრმე 3 კმ[4].

კრატერს აქვს არაჩვეულებრივი ფორმა, ფარის მსგავსი, წაგრძელებული სამხრეთი კიდით და გასწორებული ჩრდილოეთით. კრატერის ზვინულის მაქსიმალური სიმაღლე მიმდებარე ტერიტორიის მიმართ არის 1070 მ. კრატერს შიდა ფერდობზე ტერასის მსგავსი სტრუქტურა აქვს. კრატერის თასი შეიცავს მასიურ ცენტრალურ მწვერვალს, რომლის დიამეტრია 8.83 კმ, სიმაღლე — 1040 მ. კრატერის მოცულობა დაახლოებით 1500 კმ³-ია.

სატელიტური კრატერები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დევიდ კემბელის ფოტო
დევიდ კემბელის ფოტო
აგრიპა[3] კოორდინატები დიამეტრი, კმ
B 6°12′N 9°28′E / 6.20° ჩ. გ. 9.46° ა. გ. / 6.20; 9.46 (Агриппа B) 4.0
D 3°46′N 6°43′E / 3.77° ჩ. გ. 6.72° ა. გ. / 3.77; 6.72 (Агриппа D) 21.4
E 5°10′N 8°26′E / 5.16° ჩ. გ. 8.44° ა. გ. / 5.16; 8.44 (Агриппа E) 5.0
F 4°18′N 11°22′E / 4.3° ჩ. გ. 11.37° ა. გ. / 4.3; 11.37 (Агриппа F) 5.3
G 3°55′N 6°10′E / 3.91° ჩ. გ. 6.16° ა. გ. / 3.91; 6.16 (Агриппа G) 13.2
H 4°45′N 10°42′E / 4.75° ჩ. გ. 10.7° ა. გ. / 4.75; 10.7 (Агриппа H) 4.9
S 5°17′N 8°53′E / 5.28° ჩ. გ. 8.89° ა. გ. / 5.28; 8.89 (Агриппа S) 31.7

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Описание кратера на сайте The Moon-Wiki. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-30. ციტირების თარიღი: 2024-02-11.
  2. Кратер Агриппа на карте LAC-60.. ციტირების თარიღი: 2019-12-02
  3. 3.0 3.1 Справочник Международного Астрономического Союза. ციტირების თარიღი: 2019-12-02
  4. John E. Westfall’s Atlas of the Lunar Terminator, Cambridge Univ. Press (2000). ციტირების თარიღი: 2012-11-26