ოზაანის ჭრელი საყდარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოზაანის ჭრელი საყდარიარქიტექტურული ძეგლი საქართველოში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. დგას სოფელ ოზაანის განაპირად, სავარაუდოდ, განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილი კედლების მაქსიმალური სიმაღლე 1,8 მეტრია. ეკლესია დარბაზულია, უაფსიდო. ნაგები ყოფილა მოზრდილი ზომის რიყის ქვის ირეგულარული წყობით, კირის დუღაბზე. შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონია. ადგილობრივი მოსახლეობის გადმოცემით, გამონაყრის განკურნების ძალა შესწევდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]