ოზაანის უსანეთის ნაეკლესიარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ოზაანის უსანეთის ნაეკლესიარი — არქიტექტურული ძეგლი დგას სოფელ ოზაანის აღმოსავლეთით 0,5-0,6 კილომეტრზე, ტყეში. გადმოცემით თავის დროზე აუგია მეხრიშვილების საგვარეულოს და მისთვის გამრავლება უთხოვია. ნაეკლესიარზე შემორჩენილია ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლების მცირე ფრაგმენტები. ძეგლი ნაგები იყო რიყის ქვით კირის ხსნარზე. ნაეკლესიარის აღმოსავლეთ ნაწილში ადგილობრივ მოსახლეობას აგურით მისივე სახელობის ნიში აუგია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]