ხომხელის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ხომხელის წმინდა გიორგის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი საქართველოში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. დგას სოფელ არბოშიკის განაპირას, სამხრეთით, ბორცვზე. განახლებულია 2009 წელს, მამა გიორგი გეგულიშვილის თაოსნობით და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით. ეკლესიის კედლები დაშენებულია ადრე იმ ადგილას მდგარი დანგრეული ეკლესის კედლებზე.

შემორჩენილი იყო: დასავლეთი (სიმაღლე — 0,5–1,2 მეტრი) და ჩრდილოეთი კედელი (სიგრძე — 4 მეტრი, სიმაღლე 0,5–1,2 მეტრი) კედლები, შიგნით, დასავლეთ კუთხეებში და გრძივ კედლებზე შემორჩენილი იყო ორსაფეხურიანი პილასტრი. თავდაპირველი ეკლესია ნაგები ყოფილა რიყის ქვითა და კვადრატული აგურით.

ამჟამინდელი ეკლესიის კედლები ძირითადად რიყის ქვისაა. გარეთა კუთხეები, კარ-სარკმელთა ღიობები და ლავგარდანი აგურითაა გამოყვანილი. ეკლესია შიგნით გაჯითაა შელესილი, ხოლო გარედან მობათქაშებულია. ეკლესიის ოთხივე კედელში თითო მცირე ზომის, ზევითკენ შევიწროებული, თაღოვანი სარკმელია მოწყობილი. სახურავის კეხის დასავლეთ კიდეზე დადგმულია აგურის ოთხწახნაგა სამრეკლო. ეკლესია გადახურულია ღარისებრი კრამიტით დაბურულია ორკალთა სახურავით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]