ნუცა ჩხეიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნინო ჩხეიძე (მომღერალი).
ნუცა ჩხეიძე
დაბ. სახელი ნინო ჩხეიძე
დაბ. თარიღი 30 სექტემბერი, 1881
გარდ. თარიღი 14 აგვისტო, 1963 (81 წლის)
საქმიანობა მსახიობი

ნინო (ნუცა) პლატონის ასული ჩხეიძე (დ. 30 სექტემბერი, 1881, ქუთაისი — გ. 14 აგვისტო, 1963, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამსახიობო „სკოლა“ გაიარა ხელოვნების ისეთ მოღვაწეებთან, როგორებიც იყვნენ კოტე მესხი და ლადო ალექსი-მესხიშვილი. 13 წლის გოგონას დებიუტი გაიმართა ქუთაისის თეატრში და მას შემდეგ უნიჭიერესი მსახიობი ლეგენდად იქცა. ნინო ჩხეიძეს განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის ქუთაისისა და რუსთაველის თეატრების შემოქმედებით ცხოვრებაში. ქართულ სცენაზე გამოჩენილმა ხელოვანმა შეასრულა 300-მდე როლი. დაუვიწყარია მისი ზინაბი (ა. სუმბათაშვილი-იუჟინის „ღალატი“), მედიდური და ამავე დროს ღრმად ტრაგიკული მედეა (ბურენინისა და სუვორინის „მედეა“), განწირული, მაგრამ ამაყი მარგარიტა გოტიე (ა. დიუმას „მარგარიტა გოტიე“), მაღალი სულის ადამიანი ქეთევანი (ა. ყაზბეგის „ქეთევან წამებული“), ვნებას აყოლილი ბრმად მორჩილი ოფელია (უ. შექსპირის „ჰამლეტი“), კრუჩინინა (ა. ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი“) და სხვა.

ნინო ჩხეიძე მონაწილეობდა რამდენიმე ქართულ კინოფილმში. განსაკუთრებით აღსანიშნავია სიკო დოლიძის „დარიკოში“, მსახიობის მიერ განსახიერებული ქართველი დედის განუმეორებელი სახე. დაჯილდეოვებული იყო ლენინის, შრომის წითელი დროშის ორდენებითა და მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნათამაშები როლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1925: საქართველოს სახალხო არტისტი
  • ლენინის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 386, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]