საკანი №79

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„საკანი №79“
დამდგმელი რეჟისორი ზაქარია ბერიშვილი
სცენარის ავტორი შალვა ალხაზიშვილი,
სიკო დოლიძე
როლებში ნუცა ჩხეიძე
ოპერატორი ალექსანდრე დიღმელოვი
სტუდია სახკინმრეწვი
გამოსვლის თარიღი 1930
ქვეყანა დროშა: სსრკ სსრკ

საკანი №79 — ზაქარია ბერიშვილის 1930 წლის ფილმი. ფილმი ნაწილობრივ რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ფილმში მოთხრობილია უბრალო ქალის, მარო ბოჭორიშვილის ამბავი. მისი ქმარი უბედური შემტხვევის შედეგად ქარხანაში დაიღუპება, ქალს კი ერთ-ერთი ზედამხედველი დახმარების ნაცვლად სილას გააწნავს. აფექტში მყოფი მარო ზედამხედველს კლავს. მას გადასახლებას მიუსჯიან. უპატრონოდ დარჩენილ მცირეწლოვან შვილს მდიდარი ფაბრიკანტი იშვილებს. დედა შვილის კვალს დაკარგავს. გადასახლებიდან დაბრუნებული მარო რევოლუციურ საქმიანობაში ერთვება და აღმოაჩენს, რომ მისი შვილი პროკურორია. ის სიკვდილმისჯილ რევოლუციონერთა პროცესზე უნდა გავიდეს საბრალდებო დასკვნით. დედა მიდის შვილთან დათხოვს, ერთი დღით გადადოს პროცესი, ამასობაში კი იმედოვნებს, რომ რევოლუციონერები გვირაბს გათხრიან ციხიდან გასაპარად. შვილი თხოვნას არ შეუსრულებს და სასამართლოზე სასიკვდილო განაჩენს მოითხოვს. დედა შვილს მოკლავს.

გადაღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმი რეჟისორ ბორის მიხინს უნდა გადაეღო. მისი დავალებით სცენარისტებმა სცენარი სპეციალურად ქალის მთავარი როლის შემსრულებლისთვის, ნუცა ჩხეიძისთვის დაწერეს. მიხინს ისე მოსწონდა ჩხეიძე, რომ სულ „ლედი მაკბეტს“ ეძახდა მას. მაგრამ მიხინი ბაქოში წავიდა და ფილმი ზაქარია ბერიშვილმა გადაიღო.

ისტორიული ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1907 წლის 26 სექტემბერს ქუთაისის ციხიდან 40 პატიმარი გაიპარა გვირაბის მეშვეობით. გვირაბი ციხის მოპირდაპირე სახლის სარდაფიდან იყო გათხრილი. სახლში საქსოვი ცეხი იყო გახსნილი და მას რევოლუციონერი მარო ბოჭორიშვილი ხელმძღვანელობდა. გაქცეულ პატიმართაგან ერთ-ერთმა, ლეო ქიაჩელმა ამ შემტხვევას მიუძღვნა რომანი „სისხლი“ (1927), რომლის მიხედვით სიკო დოლიძემ 1975 წელს გადაიღო „გაქცევა განთიადისას“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ირაკლი მახარაძე, „დიადი მუნჯი“ — ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბილისი, 2014 ISBN 978-9941-23-104-9

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]