თეიმურ გულიევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თეიმურ გულიევი
აზერ. Teymur Quliev
დაბადების თარიღი 13 (25) ნოემბერი, 1888
დაბადების ადგილი ჯებრაილის მაზრა
გარდაცვალების თარიღი 18 ნოემბერი, 1965(1965-11-18) (77 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბაქო
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 სსრკ
ეროვნება აზერბაიჯანელი
ჯილდოები სამამულო ომის 1-ლი ხარისხის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, Honorary officer of the State Security, ლენინის ორდენი, ლენინის ორდენი, ლენინის ორდენი და Q20570895?

თეიმურ იმანყული ოღლუ გულიევი (აზერ. Teymur İmanqulu oğlu Quliev; დ. 25 ნოემბერი, 1888, ჯებრაილის მაზრა — გ.18 ნოემბერი, 1965, ბაქო, აზერბაიჯანის სსრ) — საბჭოთა სახელმწიფო და პარტიული მოხელე. იყო სსრკ-ს შსსკ-ს სპეციალური სამეულის (ტროიკის) წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეიმურ გულიევი დაიბადა 1888 წელს სოფელ ჯაბრაილში, გლეხის ოჯახში. 1909 წელს დაამთავრა სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავიდა საქართველოში და ჩააბარო გორის საოსტატო სემინარიაში.

გულიევი, რომელმაც 1914 წელს წარმატებით დაამთავრა გორის საოსტატო სემინარია, დაბრუნდა სოფელში ახალგაზრდა მასწავლებლად და 1918 წლის შუა პერიოდამდე მუშაობდა მასწავლებლად სოფლის ორკლასიან სკოლაში.

1920-1921 წლებში თეიმურ გულიევი მუშაობდა ჯაბრაილის რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარედ, შემდეგ ღარიბთა კომიტეტის თავმჯდომარედ და ბავშვთა სახლის დირექტორად. 1921-1934 წლებში მუშაობდა აზერბაიჯანის საგანგებო კომისიის ორგანოებში. 1921 წელს გულიევი ჯებრაილის მაზრის საგანგებო კომიტეტის დავალებით იყო აზერბაიჯანის საგანგებო კომისიის კომისრის თანაშემწე და ანტისაბჭოთა ძალების წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკური ბიუროს უფროსი. ამ დროს ის აქტიურ მონაწილეობას იღებდა იმ ჯგუფების განადგურებაში, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ მთავრობას.

1923-1929 წლებში მუშაობდა ბაქოში აზერბაიჯანის სახელმწიფო პოლიტიკურ დეპარტამენტში საიდუმლო განყოფილებისა და სპეციალური განყოფილების უფროსად.

1934-1937 წლებში გულიევი იყო აზერბაიჯანის სსრ უზენაესი სასამართლოს სპეციალური კოლეგიის თავმჯდომარე, აზერბაიჯანის სსრ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

1937-1954 წლებში თეიმურ გულიევი მუშაობდა რესპუბლიკის ერთ-ერთ უმაღლეს თანამდებობაზე - აზერბაიჯანის სსრ სახალხო კომისართა საბჭოს (შემდგომში მინისტრთა საბჭოს) თავმჯდომარედ.

1954-1965 წლებში გულიევი იყო ქალაქ განჯას დაქვემდებარებული ერთ-ერთი სახელმწიფო მეურნეობის დირექტორი.

თეიმურ გულიევი გარდაიცვალა 1965 წლის 18 ნოემბერს ბაქოში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]