გაზანფარ მუსაბეკოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

გაზანფარ მუსაბეკოვი (დ. 14 ივლისი, 1888 — გ. 9 თებერვალი, 1938) — აზერბაიჯანელი საბჭოთა პარტიული მოღვაწე, აზერბაიჯანის სსრ-ის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე 1922-1930 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1917 წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. თებერვალის რევოლუციის შემდეგ იყო ყუბის საბჭოს აღმასკობის თავმჯდომარე, დეკემბნრიდან იყო ბაქოს საგუბერნიო სასურსათო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, კომუნისტური პარტიის ასტრახანის კომიტეტის მულიმური სექციის თავმჯდომარე და სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაცია „ჰუმეთის“ ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი. 1920-1922 წლებში იყო აზერბაიჯანის რევკომის წევრი, სასურსათო საქმეების სახალხო კომისარი, 1922-1928 წლებში იყო აზერბაიჯანის სსრ-ის სახკომსაბჭოს თავმჯდომარე, 1929-1931 წლებში აზერბაიჯანის ცაკის თავმჯდომარე, 1931 წლიდან იყო ამიეკავკასიის სფსრ-ის სახკომსაბჭოს თავმჯდომარე. დიდი წმენდის დროს დააპატიმრეს, ბრალდებული იყო საბჭოთა სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების მომზადების გამო, დასაჯეს სიკვდილით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]