ჰასან ჰასანოვი
ჰასან ჰასანოვი | |
![]() | |
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
7 თებერვალი, 1991 – 4 აპრილი, 1992 | |
წინამორბედი | თანამდებობა შეიქმნა |
მემკვიდრე | ფირუზ მუსტაფაევი |
დაბადებული | 20 ოქტომბერი, 1940 თბილისი, საქართველოს სსრ |
ჰასან ჰასანოვი (აზერ. Həsən Əziz oğlu Həsənov, ჰასან აზიზ ოღლი (ძე) ჰასანოვი; დ. 20 ოქტომბერი, 1940, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — აზერბაიჯანელი საბჭოთა პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი. 1963 წლიდან საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჰასან ჰასანოვი დაიბადა 1940 წლის 20 ოქტომბერს თბილისში, მუშის ოჯახში. სწავლობდა თბილისის № 43 საშუალო სკოლაში.[1] 1962 წელს, აზერბაიაჯანის პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ იგი მუშაობდა კომკავშირის ხაზით ბაქოში. 1967-1969 წლებში იგი იყო აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი. 1969 – 1971 წლებში იყო კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის პასუხისმგებელი ორგანიზატორი. 1981 წელს ჰასანოვმა დაამთავრა ბაქოს უმაღლესი პარტიული სკოლა. იმავე წელს იგი გახდა აზერბაიჯანის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი, ხოლო 1990 წელს — აზერბაიჯანის სსრ რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე.
არის ავტორი წიგნისა „ნარიმან ნარიმანოვის ეროვნულ - სახელმწიფოებრივი შეხედულებები და მოღვაწეობა“ და პიესის „წერილები ბრიუსელიდან“.