ნასიბ იუსიფბეილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნასიბ იუსიფბეილი
ნასიბ იუსიფბეილი
აზერბაიჯანის დრ-ის ფინანსთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
28 მაისი, 1918 – ივნისი, 1918
პრეზიდენტი  ფათალი ხან ხოისკი (პარლამენტის თავმჯდომარე)
წინამორბედითანამდებობა შეიქმნა
მემკვიდრეაბდულალი ბეი ამირჯანოვი[1]

თანამდებობაზე ყოფნის დრო
14 აპრილი, 1919 – 1 აპრილი, 1920
წინამორბედიფათალი ხან ხოისკი
მემკვიდრემამედჰასან ჰაჯინსკი (მ/შ)

დაბადებული1881
განჯა, რუსეთის იმპერია
გარდაცვლილი31 მაისი, 1920 (39 წლის)
ბაქო, აზერბაიჯანი
მოქალაქეობა{{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანის დრ
ეროვნებააზერბაიჯანელი
პოლიტიკური პარტიამუსავათი

ნასიბ იუსიფის ძე იუსიფბეილი (აზერ. Nəsib Yusif oğlu Yusifbəyli; დ. 1881, განჯა, რუსეთის იმპერია — გ. 31 მაისი, 1920, განჯა, რუსეთის იმპერია) — აზერბაიჯანელი პუბლიცისტი, სახელმწიფო მოღვაწე და ძირითადი პოლიტიკური ფიგურა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკაში.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნასიბ იუსიფბეილი 1881 წელს, ელიზავეტპოლში (დღეს განჯა, აზერბაიჯანი) დაიბადა. განჯაში გიმნაზიის (საშუალო სკოლის) დამთავრების შემდეგ, ის 1902 წელს ნოვოროსიის უნივერსიტეტის (დღეს ოდესის უნივერსიტეტი) იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მეფის რუსეთის ხელისუფლების მიერ, რევოლუციური იდეების მიზეზით უნივერსიტეტის დროებით დახურვის შემდეგ, იუსიფბეილიმ თავისი საქმიანობა ყირიმში, ბახჩისარაიში განაგრძო, სადაც ის თურქ-ყირიმელ ინტელექტუალთან, ისმაილ გასპრინსკისთან ერთად, გაზეთ „თერჯუმენი“-ს რედაქტირება დაიწყო.

1908 წელს, იუსიფბეილი სტამბოლში გადავიდა და განაგრძო თავისი საქმიანობა, როგორც პუბლიცისტი და შექმნა თურქული საზოგადოება. 1909 წელს, ის ელიზავეტპოლში დაბრუნდა და ქალაქის საკრებულოში დაიწყო მუშაობდა.

1917 წელს, იუსიფბეილიმ დააფუძნა თურქ ფედერალისტთა ეროვნული პარტია განჯაში, რომლის მიზანი რუსეთის იმპერიის ფედერალიზაცია იყო. 1917 წლის ივლისში, პარტია შეუერთდა მამედ ემინ რასულზადეს მუსავათთა მუსლიმ დემოკრათთა პარტიას და იუსიფბეილი პარტიის რეგიონალური თავმჯდომარე გახდა განჯაში.

პოლიტიკოსის კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1918 წლის 10 თებერვალს, ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის დაარსებისას, იუსიფბეილი რესპუბლიკის განათლების მინისტრი გახდა. 1918 წლის 28 მაისს, როდესაც აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა (ადრ) გამოცხადდა, იუსიფბეილი კვლავ განათლების მინისტრის პოსტი დაიკავა. 1919 წლის მარტიდან 1920 წლის მარტის ჩათვლით, იგი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი იყო, პარალელურად, 1919 წლის დეკემბრიდან კი შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაც ეკავა.

1920 წლის აპრილში, ბოლშევიკური შემოჭრისას იუსიფბეილი ბაქო დატოვა, მაგრამ იგი დაიჭირეს და 1920 წლის 31 მაისს მოკლეს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ministry of Finance of Republic of Azerbaijan. History of the ministry. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-24. ციტირების თარიღი: 2010-11-08.