კოლაუ ნადირაძე
კოლაუ ნადირაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 24 თებერვალი (8 მარტი), 1895 |
დაბადების ადგილი | ქუთაისი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია[1] |
გარდაცვალების თარიღი | 28 ოქტომბერი, 1990 (95 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ქუთაისი, საქართველო |
დასაფლავებულია | დიდუბის პანთეონი |
საქმიანობა | პოეტი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ საქართველო |
ალმა-მატერი | ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი |
ჯილდოები | შრომის წითელი დროშის ორდენი |
ნიკოლოზ (კოლაუ) გალაქტიონის ძე ნადირაძე (დ. 8 მარტი, 1895, ქუთაისი — გ. 28 ოქტომბერი, 1990, იქვე) — ქართველი პოეტი, „ცისფერყანწელთა ორდენის“ წევრი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. მოისმინა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სრული კურსი. პირველი ლექსი „ავზნიანი ქალაქი“ დაბეჭდა 1916 წელს ჟურნალ „ცისფერ ყანწებში“. იყო ქართველ სიმბოლისტთა ჯგუფის აქტიური წევრი. პირველი წიგნი „ბალდახინი“ გამოსცა 1919 წელს. საგანგებოდ აღნიშვნის ღირსია ლექსი „წიწამურიდან საგურამომდე“, რომელშიც მთელი ძალით გამოვლინდა კოლაუ ნადირაძის პოეტური ენერგია.
1985 წელს საუკუნეს მიღწეული პოეტი გაკრიტიკებული იქნა პოეტურ კრებულში ლექსის „25 თებერვალი 1921 წელს“ დაბეჭდვის გამო, რომელსაც მკაცრი „პარტიული“ შეფასება მისცეს და მონათლეს „დიდი ოქტომბრის რევოლუციის შეურაცხყოფად“. ავტორია პოემებისა („თვრამეტი წელი“, „ფრონტებზე“, „როალდ ამუნდსენ“), მოთხრობებისა და ნარკვევებისა, წერილებისა ქართველ, რუს, სომეხ მწერლებზე, მხატვრებზე, თეატრალურ მოღვაწეებზე. ნათარგმნი აქვს ალექსანდრე პუშკინის, ივანე ბუნინის, კონსტანტინე ბალმონტის, ალექსანდრე ბლოკის, შარლ ბოდლერის, პოლ ვერლენის, ავეტიქ ისააკიანის ნაწარმოებები.
დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 285, თბ., 1994
- „ქართული მწერლობა“, ნაწილი მეორე – თბილისი, 2008 წელი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Надирадзе Колау Галактионович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.