ალექსანდრე ცირეკიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ალექსანდრე ცირეკიძე
დაბადების თარიღი 12 დეკემბერი, 1894(1894-12-12)
დაბადების ადგილი ქუთაისი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1923
დასაფლავებულია ვერის სასაფლაო
საქმიანობა პოეტი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა
Flag of Georgia (1918-1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the Soviet Union (1923-1955).svg სსრკ
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი და კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტი

ალექსანდრე (სანდრო) ცირეკიძე (დ. 2 სექტემბერი, 1894, ქუთაისი ― გ. 15 ივნისი, 1923, თბილისი) ― ქართველი პოეტი, ცისფერყანწელთა წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრე გიორგის ძე ცირეკიძე დაიბადა ქალაქ ქუთაისში, 1894 წელს. ქართული ლიტერატურით დაწყებით სასწავლებელშივე დაინტერესდა. მეექვსე კლასში თავის მეგობრებთან ერთად გამოსცა ხელნაწერი ჟურნალი „ჩონგური“. სკოლაში გადაწყვიტყვიტა ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჩაბარება, დაიწყო ლათინური ენის შესწავლა. 1912 წელს დაამთავრა სასწავლებლის სრული კურსი და სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტში. 1914 წელს შეეყარა ტუბერკულიოზი და ჯანმრთელობის გაუარესების გამო გადავიდა კიევის უნივერსიტეტში, სწავლობდა ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მისი სადიპლომო გამოკვლევა იყო ბაგრატის ტაძარი. 1916 წელს დაუახლოვდა „ცისფერყანწელებს“.

1919 წელს შეადგინა "ახალი მწერლობის ანთოლოგია“, თარგმნა და გამოსცა სტეფან მალარმეს „ლექსები და პროზა“, ასევე თარგმნა შარლ ბოდლერის პოემები პროზად, ოსკარ უაილდის ზღაპრები. 1920-იან წლებში ჩამოაყალიბა მწერალთა გართიანება „მწერალთა საგამომცემლო კოოპერატივი“, ამავე პერიოდში დააარსა გამომცემლობა „კირჩხიბი“. 1920 წელს ქუთაისში მისი რედაქტორობით გამოვიდა ცისფერყანწელთა ჟურნალი „შვილდოსანი“. 1921 წელს გამოიცა მისი პირველი წიგნი „მთვარეულები“, მცირე ხნით რედაქტორობდა ჟურნალ „შვილდოსანს“.

გარდაიცვალა 1923 წელს, ზაფხულში. დაკრძალულია ვერის სასაფლაოზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლომიძე გ., „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921), ენციკლოპედია-ლექსიკონი“, უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 512-513, თბ., 2018 წელი.
  • ჯალიაშვილი მ., „სიტყვის მთვარეული - სანდრო ცირეკიძე,“ კრებული „ცამეტნი“, ქუთაისი, 2009

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]