შინაარსზე გადასვლა

ცისფერი ყანწები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ცისფერი ყანწების“ პირველი ნომერი.

„ცისფერი ყანწები“ — ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა ქუთაისში 1916 წელს. სულ გამოიცა ჟურნალის ორი ნომერი. მასში დაიბეჭდა გრიგოლ რობაქიძის, იოსებ გრიშაშვილის, გალაკტიონ ტაბიძის (მთაწმინდის მთვარე, ლურჯა ცხენები), ელენე დარიანის, ივანე ყიფიანის, ვალერიან გაფრინდაშვილის, პაოლო იაშვილის, კოლაუ ნადირაძის, გრიგოლ ჯაფარიძის, ლელი ჯაფარიძის, არისტო ჭუმბაძის ლექსები. ნიკო ლორთქიფანიძის, სანდრო ციკერიძის მინიატურები. ჟურნალის ყდა დახატა ლადო ჯაფარიძემ. სახელწოდება და გერბი ცისფრადაა დახატული. „ამ გამოცემით იწყებს თვითდამკვიდრებას ქართველ სიმბოლისტთა გაერთიანება.“

  • სიგუა, სოსო. „მოდერნიზმი“, თბ. „მწერლის გაზეთი“, 2008

რესურსები ინერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]