კოლაუ ნადირაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნადირაძე.
კოლაუ ნადირაძე
Kolau nadiradze.jpg
დაბ. თარიღი 24 თებერვალი (8 მარტი) 1895
დაბ. ადგილი ქუთაისი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია[1]
გარდ. თარიღი 28 ოქტომბერი 1991(1991-10-28) (96 წელი)
გარდ. ადგილი ქუთაისი, საქართველო
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა პოეტი
მოქალაქეობა Flag of Russia.svg რუსეთის იმპერია
Flag of Georgia (1918-1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო
ალმა-მატერი ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი
ჯილდოები შრომის წითელი დროშის ორდენი

კოლაუ გალაქტიონის ძე ნადირაძე (დ. 8 მარტი, 1895, ქუთაისი — გ. 28 ოქტომბერი, 1990, იქვე) — ქართველი პოეტი, „ცისფერყანწელთა ორდენის“ წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. მოისმინა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სრული კურსი. პირველი ლექსი „ავზნიანი ქალაქი“ დაბეჭდა 1916 წელს ჟურნალ „ცისფერ ყანწებში“. იყო ქართველ სიმბოლისტთა ჯგუფის აქტიური წევრი. პირველი წიგნი „ბალდახინი“ გამოსცა 1919 წელს. საგანგებოდ აღნიშვნის ღირსია ლექსი „წიწამურიდან საგურამომდე“, რომელშიც მთელი ძალით გამოვლინდა კოლაუ ნადირაძის პოეტური ენერგია.

1985 წელს საუკენეს მიღწეული პოეტი გაკრიტიკებული იქნა პოეტურ კრებულში ლექსის „25 თებერვალი 1921 წელს“ დაბეჭდვის გამო, რომელსაც მკაცრი „პარტიული“ შეფასება მისცეს და მონათლეს „დიდი ოქტომბრის რევოლუციის შეურაცხყოფად“. ავტორია პოემებისა („თვრამეტი წელი“, „ფრონტებზე“, „როალდ ამუნდსენ“, „რიონი-პორტი“), მოთხრობებისა და ნარკვევებისა, წერილებისა ქართველ, რუს, სომეხ მწერლებზე, მხატვრებზე, თეატრალურ მოღვაწეებზე. ნათარგმნი აქვს პუშკინის, ბუნინის, ბალმონტის, ბლოკის, ბოდლერის, ვერლენის, ისააკიანის ნაწარმოებები.

დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994
  • „ქართული მწერლობა“, ნაწილი მეორე – თბილისი, 2008 წელი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]