ელ-კუთი (არაბ.الكوت), ასევე ცნობილია კუთის სახელით — ქალაქი ერაყში. მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში. იგი არის ვასიტის მუჰაფაზის ადმინისტრაციული ცენტრი. ვასიტის მუჰაფაზა 1960 წლამდე სწორედ ელ-კუტის სახელით იყო ცნობილი. ელ-კუთი მდებარეობს მდინარე ტიგრის მარცხენა სანაპიროზე. ქალაქი 160 კილომეტრითაა დაშორებული ქვეყნის დედაქალაქ ბაღდადიდან.
ელ-კუთი მდებარეობს 23 მეტრზე ზღვის დონიდან. 2005 წლის აღწერის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 315 167 ადამიანს შეადგენდა და იგი არის მოსახლეობით პირველი საკუთარ მუჰაფაზაში.