ბასრის მუჰაფაზა იგივე ბასრის (ალ ბასრის) პროვინცია (არაბ.محافظة البصرة) — ერაყის ერთ-ერთი მუჰაფაზა ქვეყნის 18 მუჰაფაზიდან. მდებარეობს მის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი ბასრა. მუჰაფაზა მოიცავს 7 რაიონს. მას აღმოსავლეთითირანი ესაზღვრება, ხოლო სამხრეთით — ქუვეითი. მისი ფართობი 19 070 კმ²-ია. პროვინციის ერთ-ერთი ქალაქი, ფაო მდებარეობს სპარსეთის ყურის სანაპიროზე. 2011 წლის აღწერის მონაცემებით, ბასრის მუჰაფაზის მოსახლეობამ 4 700 000 ადამიანი შეადგინა, საიდანაც დაახლ. 2 300 000 ქალაქ ბასრაში ცხოვრობს. ქალაქი ბასრა არის სიდიდით მეორე ქალაქი ერაყში დედაქალაქ ბაღდადის შემდეგ და ქვეყნის მთავარი საპორტო ქალაქი. ბასრის მუჰაფაზის გუბერნატორი არის მაჯიდ ალ ნასრავი. მუჰაფაზის ფართობით უდიდესი ქალაქი არის ზუბაირი (ალ-ზუბაირი). ბასრის პროვინციაში მცხოვრებთა უდიდესი ნაწილი არის მუსლიმი.