ელ-ამარა (არაბ.العمارة), ასევე ცნობილია ამარას სახელით — ქალაქი ერაყში. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში და იგი არის მაისანის მუჰაფაზის ადმინისტრაციული ცენტრი. მაისანის მუჰაფაზა მდებარეობს ირანის საზღვარზე, თუმცა არა ქალაქი ელ-ამარა, რადგან იგი საკუთარი მუჰაფაზის ზუსტად ცენტრშია მოქცეული. ქალაქი მდებარეობს მდინარე ტიგრის მარცხენა სანაპიროზე. ის 50 კილომეტრითაა დაშორებული ერაყის დედაქალაქ ბაღდადიდან.
ამარა მდებარეობს 12 მეტრზე ზღვის დონიდან, ხოლო მისი მოსახლეობა 2012 წლის აღწერის მონაცემებით 511 542 ადამიანს შეადგენდა. ელ-ამარას ჰყავს მერი. თანამედროვე ქალაქი დაარსებულია 1860 წელს, მაშინ, როდესაც ერაყზეოსმალეთის იმპერია ბატონობდა.