ანბარის მუჰაფაზა
იერსახე
ანბარის მუჰაფაზა محافظة الأنبار | |
ქვეყანა | ერაყი |
---|---|
ადმ. ცენტრი | რამადი |
კოორდინატები | 32°54′00″ ჩ. გ. 41°36′00″ ა. გ. / 32.90000° ჩ. გ. 41.60000° ა. გ. |
ფართობი | 138 501 კმ² |
მოსახლეობა | 1 561 407[1] კაცი (2011) |
სასაათო სარტყელი | UTC+3 |
ანბარის მუჰაფაზა, იგივე ანბარის (ალ ანბარის) პროვინცია (არაბ. محافظة الأنبار) — ფართობით ერაყის უდიდესი მუჰაფაზა, ქვეყნის 18 მუჰაფაზიდან. განფენილია 138 501 კმ²-ზე და მოიცავს ერაყის ტერიტორიის დასავლეთ ნაწილს. ესაზღვრება სირიას, იორდანიასა და საუდის არაბეთს. მუჰაფაზის დედაქალაქია რამადი. მასთან ერთად მისი უდიდესი ქალაქებია ფალუჯაჰი და ჰადითა. 2011 წლის მონაცემებით მუჰაფაზაში 1 561 407 ადამიანი ცხოვრობს.
1962 წელს ძველი სახელი დულამის მუჰაფაზა შეიცვალა რამანდის მუჰაფაზით, ხოლო 1976 წელს სახელი კიდევ ერთხელ გადაერქვა და დღევანდელი ეწოდა.
2015 წლიდან ანბარის მუჰაფაზა ოკუპირებულია ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს მიერ.