ბაღდადის მუჰაფაზა, იგივე ბაღდადის პროვინცია (არაბ.محافظة بغدادMuḥāfaẓät Baġdād) — ერთ-ერთი ერაყის 18 მუჰაფაზიდან. აქ მდებარეობს პროვინციისა და მთლიანად ქვეყნის დედაქალაქი ბაღდადი. დედაქალაქთან ერთად ის მოიცავს თაჯის, ჰუსეინისმაჰმუდის, ალ ტარმისა და აბუ ღარიბის რაიონები. მუჰაფაზა 4 555 კმ²-ზეა განფენილი და 2012 წლის მონაცემებით მასში 9 500 000 ადამიანი ცხოვრობს. ბაღდადის მუჰაფაზა ყველაზე პატარა ზომისაა პროვინციებს შორის, თუმცა ყველაზე მეტად დასახლებულია. ბაღდადის მუჰაფაზა ქვეყნის სხვა ნაწილებთან შედარებით, მეტად კეთილმოწყობილი და განვითარებულია.