სირიის გეოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სირიის ტოპოგრაფია

სირიის გეოგრაფიასირია მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, არაბეთის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით, ახლო აღმოსავლეთის ცენტრში, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით. მას ესაზღვრება თურქეთი ჩრდილოეთით, ლიბანი და ისრაელი დასავლეთით, ერაყი აღმოსავლეთით და იორდანია სამხრეთით. მის დასავლეთ ნაწილში წარმოდგენილია მთატა სისტემა, ხოლო ქვეყნის შიგნით ტერიტორია ხასიათდება სტეპებით. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში არის სირიის უდაბნო და სამხრეთით არის ჯაბალ ალ-დრუზის მასივები. სირიაში არის ევფრატის დაბლობი, სადაც 1973 წელს აშენდა კაშხალი და შეიქმნა ამ ქვეყნის ყველაზე დიდი რეზურვუარი - ასადის ტბა. სირიის ყველაზე მაღალი წერტილია ჰერმონის მთა - 2814 მეტრი, რომელიც მდებარეობს ლიბანის საზღვართან ახლოს. ხმელთაშუა ზღვის მშრალი სანაპიროსა და არიდული უდაბნოს რეგიონს შორის მდებარეობს ნახევრადმშრალი სტეპების ზონა, რომელი ქვეყნის სამ მეოთხედს. აქ მშრალი და ცხელი ქარი უბერავს უდაბნოში. სირია არის აქტიურად ამოწურული, 28 % მიწისა არის სახნავი, 4 % მუდმივი კულტურების მოყვანას ხმარდება, 46 % გამოიყენება სათიბად და საძოვრად, ხოლო ფოთლოვანი ტყეების წილი მხოლოდ 3 %-ია.

სირია დაყოფილი ოთხ პროვინციად ან „მუჰაფაზათად“. პროვინციები მთლიანობაში დაყოფილია 60 რაიონად ან „მანატიქად“, რომლებიც, ასევე, იყოფიან ქვე-რაიონებად ან „ნავაჰიად“. დედაქალაქი - დამასკო არის რიგით მეორე ყველაზე დიდი ქალაქი სირიაში და წარმოადგენს დამასკოს პროვინციას თავის მხრივ. ალეპო (2 301 570 პოპულაციით) ჩრდილოეთ სირიაში არის ყველაზე დიდი ქალაქი. ლატაკია და ტარტუსი წარმოადგენენ ძირითად პორტებს ხმელთაშუა ზღვაზე.

გეოგრაფიული რეგიონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არეალი მოიცავს 185 180 კვადრატულ კილომეტრს უდაბნოს, ვაკესა და მთას (რაც იგივეა, რაც შედარებისთვის ჩრდილოეთ დაკოტას შტატის ტოლია). ის არის დაყოფილი სანაპირო ზონებად ვიწრო, ორმაგი მთათა სარტყელით, რომელიც აკავებს კლიმატს დასავლეთით და იცავს აღმოსავლეთ პლატოს. კლიმატი ძირითადად არის მშრალი. ქვეყნის სამ მეხუთედს აქვს 250 მილიმეტრზე ნაკლები ნალექი წლიურად. ნაყოფიერი მიწები არ ითვლება ქვეყნის მნიშვნელოვან ბუნებრივ რესურსად. აქ უამრავი ძალისხმევა გამოვლინდა და 1980-იანი წლებიდან დაიწყო საირიგაციიო პროექტი, რათა გაეზარდათ ნაყოფიერი მიწების რაოდენობა.

სანაპირო დაბლობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხმელთაშუა ზღვის გასწვრივ მიუყვება ვიწრო სანაპირო თურქეთიდან ლიბანის საზღვრამდე. ამ სანაპიროს სიბრტყე, რომელიც დაფარულია დუნის ქვიშით და ეს წყდება მხოლოდ ზღვისკენ მთიდან დაშვებულ ფართო კონცხთან. ძირითადი პორტებია: ალ ლადჰიქიიაჰი და ტარტოუსი. სირიის მტკიცებით მას აქვს ლიმიტი 35 საზღვაო მილისა თავის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. თუმცა, 2003 წელს, სირიამ, ცალმხირვად, გამოაცხადა საზღვაო ზონა, რომელიც 12 საზღვაო მილს მოიცავს.

მთიანი ტერიტორიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯაბალ ან ნუსაირიააჰის მთათა სისტემის, რომელიც პარალელურად მიუყვება სანაპიროს, საშუალო სიმაღლე 1212 მეტრია. ყველაზე მაღალი წერტილი კი - ნაბი იუნისი არის 1575 მეტრის სიმაღლის. დასავლური ბარიერები იჭერენ დასავლეთით ზღვიდან მონაბერ ტენიან, სასარგებლო, ქარებს. ამ გვარად, ეს ადგილი უფრო ნაყოფიერი და მეტად დასახლებულია ვიდრე აღმოსავლეთის ფერდობებზე, რომლებიც მხოლოდ ცხელ და მშრალ ქარებს იღებენ უდაბნოდან. ლიბანის საზღვრამდე და ანტი-ლიბანურ მთებამდე ჯაბალ ან ნუსაირიაჰი სრულდება და წარმოქმნის ერთგვარი კორიდორს - ჰომსის გეპს - რომლის მეშვეობითაც ავტობანითა და სამატარებლო გზით უკავშირდება ერთამანეთს ჰომსი და ლიბანის პორტი ტრიპოლი. საუკუნეების განმავლობაში ჰომსის გეპი იყო ვაჭრობისა და ზღვიდან ქვეყნის შუა ნაწილსა და აზიის სხვა ქვეყნებში შესვლის საშუალება. აღმოსავლეთი ხაზი ალ-ანსარიაჰის მთებისა გამოყოფილია ჯაბალ აზ ზავიაჰის მთებისა და პლატოს რეგიონისგან ალ ღაბის ველით - ნაყოფიერი და სარწყავი თხრილებით დატვირთული ორონტეს მდინარის მეშვეობით[1].

სამხრეთით ქვეყნის შიგნით და მის გასწვრივ, ანტი-ლიბანური მთებია წამოჭიმული 2700 მეტრიან სირია-ლიბანის საზღვარზე და ვრცელდება აღმოსავლეთით პლატოს რეგიონისაკენ. აღმოსავლეთის ფერდობი ხასიათდება მცირე ნალექით, დაბალი ნაყოფიერებითა და ფხვიერი, უდაბნოს მიწით.

სამხრეთ-აღმოსავლეთით, ამოზრდილი ჰერმონის მთა (ჯაბალ ალ შაიხ), მდებარეობს სირიისა და ლიბანის საზღვარზე, ეშვება ჰაურანის პლატოსკენ, რომელიც წვიმის მომტან ქარებს ხმელთაშუა ზღვიდან. ყველა ნაწილი, გარდა ჰერმონის მთის დაბალი ფერდობებისა, დასახლებულია. ვულკანური კონუსებს, რომელთაგან ზოგიერთი 900 მეტრს აღწევს, ენაცვლება ღია, მოძრავი და ოდესღაც ნაყოფიერი ჰაურანის პლატო დამასკოს სამხრეთითა და ანტი-ლიბანური მთების აღმოსავლეთით. სამხრეთ-დასავლეთი ჰაურანი მდებარეობს მაღალი ვულკანური აქტივობის რეგიონში, ჯაბალ ალ-დრუზეს სისტემაში, რომელიც არის მშობლიური მიწა დრუზეს პოპულაციისთვის. ჰარათ აშ შაამის ვულკანური ნაწილი ჭრის მთელ საუდის არაბეთს. ჩრდილო-აღმოსავლეთი ჯაბალ ალ-დრუზისა არის დიდი ლავის სფეროში, რომელსაც ეწოდება ალ-საფა და გამოირჩევა სატელიტის ხედებშიც.

აღმოსავლეთი პლატო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთელი აღმოსავლეთის პლატოს რეგიონი იკვეთება დაბალი მთებით, ჯაბალ არ რუვაქით, ჯაბალ აბუ რუჯმაინითა და ჯაბალ ბიშრი, რაც იწყება ჯაბალ ალ არაბის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ევფრატამდე. ამ მთის სამხრეთი დევს უნაყოფო უდაბნოს რეგიონში, რომელიც ცნობილი როგორც ჰომსის უდაბნო, რომელსაც აქვს მყარად შეკრულგრუნტიანი ზედაპირი.

ევფრატის ჩრდილო-აღმოსავლეთი, რომელიც სათავეს იღებს თურქეთის მთებში და მიედინება დიაგონალზე სირიიდან ერაყამდე და ქმნის ნაყოფიერ რეგიონს. ეს რეგიონი ირწყვება ევფრატის ორი შენაკადით - მდინარე ბალიხითა და ხაბურით. არეალის სარწყავი სისტემა გაუმჯობესდა 1960-იან და 1970-იან წლებში და ეს უზრუნველყოფს მარცვლეული და ბამბის კულტურა. ნავთობი და ბუნებრივი გაზი მოიპოვება ჯაზირას უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში იძლევა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების უდიდეს შესაძლებლობას.

წყლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წყალდიდობა სირიაში ზეიზოუნ დემის კოლაფსის შემდეგ, ივნისი 2002

ქვეყნის საგზაო წყლები არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მისი აგრარული განვითარებისთვის. ყველაზე გრძელი და მნიშვნელოვანი მდინარე არის ევფრატი, რაც წარმოადგენს სირიის წყლების 80 %-ზე მეტს. მისი მნიშვნელოვანი მარცხენა ნაპირის შენაკადები, ბალიხი და ხაბური არიან მრავალწლიანი მდინარეები, რომლებიც წარმოიქმნებიან სირია-თურქეთის რეგიონში. მარჯვენა სანაპიროს შენაკადები ევფრატისა არიან მცირე ზომის სეზონური ნაკადები, რომელთაც ეძახიან ვადისს. 1973 წელს სირიამ დაამთავრა თაბქა-დამის კონსტრუქცია ევფრატის მდინარეზე ქალაქ არ-რაქაჰის ზევით. ამ კაშხალმა შექმნა რეზერვუარი, რომელსაც ეწოდება ასადის ტბა (ბუჰაირათ ალ ასადი), წყლის საცავი 80 კილომეტრის სიგრძის და საშუალო სიგანე არის 8 კილომეტრი.

დამასკოდან აღმოსავლეთი მშრალი პლატოების რეგიონში არის ოაზისები, დინებები და ასევე რამდენიმე შიდა დინება, რომლებიც ჩაედინებიან ჭაობსა და არც ისე დიდ ტბაში და ქმნიან ლოკალურ საირიგაციო სისტემებს. ყველაზე მნიშვნელოვანი აქედან არის ბარადა, მდინარე, რომელიც ანტი-ლიბანური მთიდან იღებს სათავეს და ქრება უდაბნოში. ბარადა ქმნის ალ გჰყტაჰის ოაზისს, ადგილს დამასკოში. ამ მწვანე არეალმა, 370 კვადრატულ კილომეტრამდე, მისცა დამასკოს შესაძლებლობა აყვავებულიყო უძველესი დროიდან. 1980-იანი წლების შუაში ალ გჰუტაჰის ზომა მუდმივად იზრდებოდა, როგორც ქალაქ გარეთ საცხოვრებელი ტერიტორია.

ჯაზირას არეალები მუშავდებოდა მდინარე ხაბურის წყლით. ისინი არის ძირითადი მდინარე პროვინცია ლატაკიაში და გამოიყენება აღმოსავლეთ ჯაბალ ან ნუსაირიაჰის მოსარწყავად, 32 კილომეტრით სამხრეთ-დასავლეთით ალ-ლადჰიქიაჰის პორტიდან. სამხრეთში ნაკადულები, რომელებიც კვებავენ მდინარე იარმოუკს, ასევე რწყავენ ჰაწრანს. მიწისქვეშა წყლები, რომლებიც არიან ძირიდად ბუნებრივი ნაკადულები და მათი აქვთ საირიგაციო და სასმელი დანიშნულება. ყველაზე მდიდარი მიწისქვეშა წყლების რესურს შორის არის ალ გჰაბის რეგიონი, რომელიც შეიცავს დაახლოებით 19 ძირითად ნაკადულს და მიწისქვეშა მდინარეს, რომელთაც წამში ათასი ლიტრი წყალი ჩამოაქვთ.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სირიის რუკა კოოპერის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით.

ყველაზე განსაცვიფრებელი განსაკუთრებულობა კლიმატისა არის კონტრასტი. ნოტიო ხმელთაშუა ზღვის სანაპირო და მშრალი უდაბნოს რეგიონები მდებარეობს სემიარიდული სტეპი ზონაში, რომელიც მოიცავს ქვეყნის სამ მოეთხედს და შემოსაზღვული დასავლეთით ანტი-ლიბანური მთებითა და ჯაბალ ან ნუსაირიაჰით, ჩრდილოეთით თურქული მთიანი რეგიონითა და სამხრეთ-აღმოსავლეთით ჯაბალ ალ არაბით, ჯაბალ არ რუვაქით, ჯაბალ აბუ რუჯმაყნითა და ჯაბალ ბიშრის მთებით.

ნალექის რაოდენობა ამ არეალში საკმაოდ უხვია და მერყეობს 750 მილიმეტრიდან 1000 მილიმეტრამდე. წვიმის დიდი ნაწილი გადაიტანება ქარებით ხმელთაშუა ზღვიდან ნოემბრის თვიდან მაისის თვემდე. ყოველწლიური საშუალო ტემპერატურა მერყეობს 7 გრადუსიდან (°C) იანვარში 27 გრადუსამდე (°C) აგვისტოში. მაღალი ქედების გამო ჯაბალ ან ნუსაირიაჰი იჭერს წვიმების უმეტესობას ხმელთაშუა ზღვიდან. ყინვა აქ არ არის დამახასიათებელი არცერთი სეზონისთვის, თუმცა მწვერვალები ჯაბალ ან ნუსაირიაჰისა არის ხანდახან დათოვლილი.

სამხრეთული წვიმის მომტანი ღრუბელი ხმელთაშუა ზღვიდან გაივლის დერეფანს ჯაბალ ან ნუსაირიაჰსა და ანტი-ლიბიის მთას შორის და აღწევს ჰომსის ტერიტორიას, ხოლო ხანდახან ქალაქის აღმოსავლეთით სტეპის რეგიონსაც. უფრო შორს სამხრეთისკენ, იმის მიუხედავად, რომ ანტი-ლიბიის მთა აკავებს ხმელთაშუა ზღვიდან მომავალ წვიმებს და ამ არეალში, დედაქალაქ დამასკოს ჩათვლით, არის ნახევრადმშრალი კლიმატური ზონა სტეპის, სადაც საშუალო ნალექი ნაკლებია ვიდრე 200 მილიმეტრი ყოველწლიურად, ხოლო ტემპერატურა იანვარში 4 °C და ივნისსა და აგვისტოში 40 °C. დედაქალაქთან მიახლოებით, მეტნაკლებად, მწვანე და დამუშავებისთვის გამოსადეგია მიწები, ირიგაციის გამო, რომელიც იყენებს მდინარე ბარადას წყალს რომაელების დროსაც აკვედუკების სახით.

სამხრეთ-აღმოსავლეთით სინოტივე იკლებს და წლიური ნალექის რაოდენობა 100 მილიმეტრს აღწევს. წვიმების სიმცირე, ამას გარდა, ძალიან ცვალებადია წლიდან წლამდე და იწვევს პერიოდულ გვლავას. მოუსავლიანი, ქვიანი უდაბნო ჯაბალ არ რუვაქის, ჯაბალ აბუ რუჯმაინისა და ჯაბალ ბიშრის მთების სამხრეთით, ტემპერატურა ივნისში ხშირად სცდება 45 °C. ქვიშის შტორმები ხშირია თებერვლისა და მარტის განმავლობაში, ეს კი ამცირებს მოსავლიანობასა და მესაქონლეობას. უდაბნოს ჩრდილოეთით მდებარე ქედები და ალ გაბის დეპრესია მდებარეობს პლატოს გაშლილ სტეპებზე, სადაც უღრუბლო ცა და დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურაა გაბატონებული ზაფხულის განმავლობაში, მაგრამ ძალიან ძლიერი ყინვები არის გავრცელებული ნოემბრიდან მარტამდე.

ნალექის საშუალო რაოდენობა 250 მილილიმეტრია წლიურად, მაგრამ კლებულობს 200 მილილიტრამდე სამხრეთული უდაბნოს არეალის გასწვრივ. ამ ტერიტორიაზე მხოლოდ ევფრატისა და ხაბურის მდინარეები ქმნიან საჭირო რაოდენობის წყალს ცხოვრებისა და კულტივაციისთვის.

რესურსები და მიწის გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნატურალური რესურსები: ნავთი, ფოსფატები, ქრომი და მანგანუმის მადნეული, ასფალტი, რკინის მადანი, მარმარილო, თაბაშირი, ჰიდრორესურსები.

მიწის გამოყენება:

  • სახნავ-სათესი მიწა: 24.8 %
  • მუდმივი კულტურები: 4.47 %
  • სხვა: 70,73 % (2005)

სარწყავი მიწა: 13 560 კმ² (2003)

სულ განახლებადი წყლის რესურსი: 46,1 კვადრატული კმ (1997)

ფართობი და საზღვრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფართი:

  • სულ: 185.180 კმ²-ია
  • მიწის 183.630 კმ²-ია
  • წყალი: 1,550 კმ²-ია
  • გაითვალისწინოთ: აქ შედის 1295 კმ²-ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორია.

სახმელეთო საზღვრები:

სანაპირო ხაზი: 193 კმ

საზღვაო დავები:

  • მიმდებარე ზონა: 41 საზღვაო მილის (75,9 კმ)
  • ტერიტორია ზღვაში: 35 საზღვაო მილის (64,8 კმ)

სიმაღლეები:

  • ყველაზე დაბალი წერტილი: ტბა ტიბერია (გალილეის ზღვის) -200 მ
  • ყველაზე მაღალი წერტილი: მთა ჰერმონი 2814 მ

გარემოს დაცვითი პრობლემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბუნებრივი კატასტროფები: მტვრის მარცვლები, ქვიშის შტორმები, მიწისძვრები.

გარემოს დაცვა - მიმდინარე საკითხები: გაუტყეურება, საძოვრების გაპარტახება; ნიადაგის ეროზია; გაუდაბნოების; წყლის დაბინძურება ნაგვითა და ნავთობ გადამამუშავებელი დაწესებულების კანალიზაციით; არასაკმარისი სასმელი წყალი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Research Divi Federal Research Division, Federal Research Division (2004). „Land, Water and Climate“, Syria a Country Study. Kessinger Publishing, გვ. 74. ISBN 9781419150227.