მიუნხენი
მიუნხენი (გერმ. München, ბავ. Minga) — ბავარიის თავისუფალი მხრის დედაქალაქი. 1,35 მილიონი მაცხოვრებლით მიუნხენი ბავარიის უდიდესი და გერმანიის სიდიდით მესამე ქალაქია ბერლინისა და ჰამბურგის შემდეგ. ითვლება ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ, სატრანსპორტო და კულტურულ ცენტრად. მიუნხენს გააჩნია თავისუფალი ქალაქის სტატუსი და წარმოადგენს ზემო ბავარიის ადმინისტრაციულ ცენტრს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიუნხენის ადგილზე დასახლება VIII სუაკუნიდან იყო. 1158 წელს ბავარიის ჰერცოგმა ჰაინრიხ ლომმა მას ქალაქის უფლება უბოძა. XIII სუაკუნიდან 1871 წლამდე იყო ბავარიის დედაქალაქი. XVI საუკუნეში გახდა გერმანიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული ცენტრი. ოცდაათწლიანი ომის დროს ოკუპირებული იყო შვედების, ხოლო ესპანეთის მემკვიდრეობის ომის დროს ავსტრიის ჯარების მიერ. 1871 წლიდან ბავარიასთან ერთად შევიდა გერმანიის იმპერიაში. 1923 წლის ნოემბერში მიუნხენში მოეწყო ლუდის პუტჩი. 1933 წლამდე მიუნხენში იყო ნაცსტური პარტიის შტაბ-ბინა. 1938 წელს აქ მოაწერეს ხელი მიუნხენის შეთანხმებას. 1945-1949 წლებში შედიოდა გერმანიის ოკუპაციის ამერიკულ ზონაში.
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1992/96 წლებში ქალაქის ახალი დაყოფის მიხედვით ქალაქი შემდეგ 25 რაიონად იყოფა:
|
|
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიუნხენში ჩატარებული ყველაზე დიდი სპორტული ღონისძიება იყო მიუნხენის ზაფხულის ოლიმპიადა 1972 წელს.
ქალაქის ჩრდილოეთით მდებარეობს ზაფხულის 1972 წლის ოლიმპიადასთვის აშენებული ოლიმპიური პარკი.
ისტორიული ძეგლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისტორიული ძეგლებიდან აღსანშნავია გვიანდელი გოთიკური ფრაუენკირზე (1466-1492), გვიანდელი რენესანსული სანქტ-მიხაელსკირზე (1583-1597), ბაროკოული თეატინერკირხე (1633-1767), ძველი რატუშა (1470), ნიმფენბურგის სასახლე (1663-1728), გლიპტოთეკა (1816-1830), ძველი პინაკოთეკა (1826-1836), ახალი რატუშა (1867-1908), ხელოვნების სახლი (1933-1937), XX საზაფულო ომიპიური თამაშების ნაგებობათა კომპლექსი (1968-1972).
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 21-22.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Burkhart M. Stadtgründung München: Brannte die Brücke? / Hrsg.: Bayerischer Rundfunk — 2012.
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #4127793-4 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Alle politisch selbständigen Gemeinden mit ausgewählten Merkmalen am 31.12.2022 — DESTATIS, 2023.
- ↑ https://www.muenchen.de/leben/service/postleitzahlen.html
- ↑ https://www.muenchen.de/verkehr/aktuell/muc-kennzeichen-fuer-muenchner-fahrzeuge-ab-dezember-2023
|