ნოლდორები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ნოლდორები (Ñoldor, მხოლობითი – ნოლდო) — ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში ელფების რასა, ელფთა მეორე კლანი, რომელიც ამანში გამოჩნდა. მათი პირველი მეფე იყო ფინუე, მოკლული მორგოთის მიერ. ამაზე საპასუხოდ მისმა ძემ ფეანორმა შური იძია და დაიფიცა, რომ მორგოთის მიერ მოპარულ სილმარილებს დაიბრუნებდა. ამას მოჰყვა დიდი ომი, რომელიც მრავალი წელი გაგრძელდა, პრაქტიკულად, მთელი პირველი ეპოქის მანძილზე.

ნოლდორების გაქცევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როდესაც ვალინორი წყვდიადმა დაფარა, ფეანორი აჯანყდა ვალართა წინააღმდეგ და ამანი ერთგულ ნოლდორებთან ერთად დატოვა. მას სურდა მელკორის დამარცხება, რათა დაებრუნებინა მოპარული სილმარილები. მისი ზიზღი და სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ შვილებთან ერთად დაიფიცა, რომ ნებისმიერს, ვინც წინ აღუდგებოდა მათ მიზნებს, მოკლავდა.

სწორედ ეს იქცა ალქუალონდეს ხოცვა-ჟლეტის ერთ-ერთ მიზეზად. მაშინ ნოლდორებმა მოიპარეს ტელერის გემები. ვალარებმა კი ჩაუკეტეს ამანში შესასვლელი - ფეანორის მოდგმა ამიერიდან განდევნილი იყო. მრავალი საუკუნე გავიდა, სანამ ნოლდორებს ისევ დართეს ნება, ამანში შესულიყვნენ. სწორედ მათ შორის იყო გალადრიელი, რომელიც თავის დროზე დიდ აჯანყებაში მონაწილეობდა. მაგრამ მას ყველაფერი აპატიეს, ბეჭდის ომში დიდი როლის გამო.

გნომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გნომები (Gnomes) და ნოლდოლები (Noldoli) — ტერმინი, რომელსაც ჯ.რ.რ. ტოლკინი იყენებს ადრეულ ნაშრომში „დაკარგული მოთხრობების წიგნი“. ასე ეწოდება ნოლდორებს. ადრეულ ნაწერებში ავტორს უხვად აქვს ნასესხები სახელწოდებები ხალხური შემოქმედებიდან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]