დაჰლაკის არქიპელაგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დაჰლაკის არქიპელაგი
მშობ. სახელი: ტიგრინიული ენა — ዳህላክ
Dahlak reliefmap.png
გეოგრაფია
მდებარეობა წითელი ზღვა
კოორდინატები 15°50′00″ ჩ. გ. 40°12′00″ ა. გ. / 15.83333° ჩ. გ. 40.20000° ა. გ. / 15.83333; 40.20000
კუნძულთა რაოდენობა 126
მთავარი კუნძული დაჰლაკი
ფართობი 900 კმ²
ერიტრეის დროშა ერიტრეა
პროვინცია სემიენავი-კეი-ბაჰრი
დემოგრაფია
მოსახლეობა 2500
სიმჭიდროვე 2,778 ად. /კმ²

დაჰლაკის არქიპელაგი (ტიგრინიული ენა — ዳህላክ, ინგლ. Dahlac Archipelago) — არქიპელაგი წითელი ზღვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. აფრიკის სანაპიროდან გამოყოფილია მასაუის სრუტით. შედის ერიტრეის შემადგენლობაში. დიდი ნაწილი დაუსახლებელია. კუნძულებს გარს აკრავს მარჯნის რიფები. არის პალმის კორომები. იჭერენ ზვიგენსა და კუს. მოიპოვებენ მარგალიტსა და სადაფს. მთავარი ქალაქია ნოკრა.

დასახელების წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ითვლება, რომ არქიპელაგის სახელწოდება წარმოიშვა არაბული სიტყვიდან «Dah’ala», რომელიც ითარგმნება, როგორც «ჯოჯოხეთის კარები».[1]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არქიპელაგის ხედი კოსმოსიდან

არქიპელაგი შედგება ორი დიდი და 124 პატარა პატარა კუნძულისაგან. სიდიდით ყველაზე უფრო დიდი და ყველაზე მეტად დასახლებული კუნძულია დაჰლაკი. არქიპელაგი მდიდარია ზღვის ფაუნით და ზღვის ფრინველებით. წარმოადგენს გარკვეულ ინტერესს ტურისტებისათვის.

არქიპელაგზე კუნძულ დაჰლაკის გარდა სხვა დასახლებული კუნძულებია: დჰულადჰია (Dhuladhiya), დისეი (Dissei), დოჰული (Dohul), ერვა (Erwa), ჰარატი (Harat), ჰერმილი (Hermil), ისრატუ (Isra-Tu), ნაჰალეგი (ან ნაჰელეჯი), ნორა (Norah) და შუმა (Shumma), თუმცა ყველა მათგანი არ არის მუდმივად დასახლებული.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლინგვისტმა, ანტროპოლოგმა და ისტორიკოსმა ჯორჯ ჰანტინგფორდმა[2] (George Wynn Brereton Huntingford) იდენტიფიცირება გაუკეთა კუნძულების ჯგუფს ქალაქ ადულისის მახლობლად, რომელსაც «ერიტრეის ზღვის პერიპლში» ჰქვია «ალალაიოუ» («Alalaiou»), სადაც მიმდინარეობდა კუს ჯავშანის მოპოვება, როგორც დაჰლაკის არქიპელაგი. ბრიტანელი მეცნიერის და ისტორიკოსის ედვარდ ულენდორფის (Edward Ullendorff) აზრით, დაჰლაკის არქიპელაგის მაცხოვრებლებმა ისლამი მიიღეს ერთ-ერთმა პირველებმა აღმოსავლეთ აფრიკაში, რასაც ამტკიცებენ საფლავის ქვები ქუფის დამწერლობით. VII საუკუნეში არქიპელაგზე აღმოცენდა დამოუკიდებელი მუსულმანური სახელმწიფო. მაგრამ შემდგომში არქიპელაგი დაიპყრო იემენმა, შემდეგ შესვენებებით ეთიოპიის ნეგუსმა, შემდეგ აბისინიის მცირე სამთავროებმა და დაახლოებით 1559 წელს — თურქ-ოსმალებმა, რომლებმაც კუნძულები დაუქვემდებარეს სუაკინის ფაშას.

XIX საუკუნის ბოლოს კუნძულები შევიდა იტალიის კოლონია ერიტრეის შემადგენლობაში, რომელიც შეიქმნა 1890 წელს. მაშინ კუნძულებზე ციხეების მეტი არაფერი არ არსებობდა, რომლებიც იტალიის კოლონიალური ადმინისტრაციის მიერ იყო გახსნილი.

მას მერე, რაც ცივი ომის პერიოდში ეთიოპია, ხელისუფლებაში დროებითი სამხედრო-ადმინისტრაციული საბჭოს მოსვლის შემდეგ, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის (სსრკ) მხარეს დადგა, დაჰლაკის არქიპელაგზე იმყოფებოდა სსრკ-ს სამხედრო-საზღვაო ფლოტის ბაზა[3]. 1990 წელს ეთიოპიამ დაჰლაკის არქიპელაგზე და ერიტრეის ჩრდილოეთ სანაპიროზე კონტროლი გადასცა ერიტრეის დამოუკიდებლობის მოძრაობას (ერიტრეის განთავისუფლების სახალხო ფრონტი), ხოლო 1991 წელს ეთიოპიამ დაკარგა კონტროლი ერიტრეის მთელ ტერიტორიაზე. 1993 წელს საერთაშორისო საზოგადოების მიერ ერიტრეის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ დაჰლაკის არქიპელაგი გახდა ერიტრეის ნაწილი.

არაბული წყაროები აღნიშნავენ ისრაელის სავარაუდო მოღვაწეობას დაჰლაკის და ფატმას კუნძულებზე.[4]. ერიტრეის პრეზიდენტ ისაიას აფევერკთან მიღწეული შეთანხმებები იძლევიან შესაძლებლობებს მოხდეს დაკვირვებები ახლომდებარე სახელმწიფოებზე, ასევე განლაგდეს მოედანი ბირთვული ნარჩენების შესანახად. ეს ინფორმაცია არც დადასტურებული ყოფილა და არც უარყოფილი სხვა წყაროების მიერ.

პატარა კუნძულ ნოკრაზე იტალიელების კოლონიზაციის დროს იმყოფებოდა იტალიელების ციხე, ხოლო 1970-იანი წლების ბოლოდან 1991 წლამდე სსრკ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ბაზა.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არქიპელაგის მხოლოდ 4 კუნძულზე ცხოვრობს მუდმივი მოსახლეობა. არქიპელაგის მაცხოვრებლები ლაპარაკობენ დაჰლიკის ენაზე. ზოგიერთ კუნძულზე შეიძლება ზღვით მიღწევა ქალაქ მასაუადან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Dahalik: Mysterious Tongue of the Dahlak Islands. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-08-07. ციტირების თარიღი: 2008-06-27.
  2. George Wynn Brereton Huntingford Archives Hub
  3. Ethiopia: The Armed Forces. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-03-14. ციტირების თარიღი: 2006-10-25.
  4. How Israel Casts Its Dark Shadow Over Horn of Africa. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-06-06. ციტირების თარიღი: 2006-08-31.