მაისის სოკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მაისის სოკო
Calocybe gambosa 080420wa.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  ლიოფილუმისებრნი
გვარი:  კალოციბე
სახეობა:  მაისის სოკო
ლათინური სახელი
Calocybe gambosa (Fr.) Donk, 1962
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 LC ka.svgსაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 122090261

მაისის სოკო (ლათ. Calocybe gambosa) — კალოციბეს გვარის სოკო ლიოფილუმისებრთა ოჯახისა, რომელიც ფართოდაა გავრცელებული ევროპაში.

საჭმელი სოკოა, გამოიყენება ახალი, დამარინადებული და ნედლი.

სოკო პირველად აღწერა შვედმა მიკოლოგმა და ბოტანიკოსმა ელიას მაგნუს ფრისმა 1821 წელს როგორც Agaricus gambosus.[1] მიმდინარე ბინომინალური სახელწოდება მიანიჭა ნიდერლანდელმა მიკოლოგმა მარინუს ანტონ დონკმა 1962 წელს.[2]

სამეცნიერო სინონიმები:

  • Agaricus gambosus Fr., 1821 basionym
  • Calocybe georgii var. gambosa (Fr.) Kalamees, 1994
  • Tricholoma gambosum (Fr.) P.Kumm., 1871
  • Lyophyllum gambosum (Fr.) Singer, 1943

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქუდის დიამეტრი — 4-6 სმ, ბრტყლად ამოზნექილი, კუზისებური, შემდეგ ნახევრად გაშლილი, ოდნავ ფანტელისებრ-ბოჭკოვანი. თავიდან მოკრემისფრო, შემდეგ — თეთრი. სიბერეში ზოგჯერ სოკოს ქუდი ჟანგმიწისფერი შეფერილობისაა.

რბილობი თეთრია, მსხვილი, მკვრივი, ფქვილის სუნითა და გემოთი.

ფირფიტები — ვიწრო, ხშირი, შეზრდილი, მოთეთრო, შემდგომში კრემისფერი ან ღია ჟანგმიწისფერი, 5-10 მმ სისქის, თხელი.

ფეხი სიგრძე — 4-9, სისქე — 1,5-3,5, ცილინდრული, ძირში გაწვრილებული ან გაგანიერებული, მოთეთრო, მცირედ ყვითლებადი, ძირისკენ ხშირად ჟანგმიწისფერი ან ჟანგისფერ-ჟანგმიწისფერი.

სპორები — ელიფსისებრი, უფერული, 4-6x2-3,5 მკმ.

ეკოლოგია და გავრცელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფართოდაა გავრცელებული ევროპაში. ასევე გვხვდება აზიაში (ციმბირი, კორეა, იაპონია)[3], ჩრდილოეთ ამერიკასა (სამხრეთ-დასავლეთ კანადა, აშშ) და ჩრდილოეთ აფრიკაში (მაროკო).

იზრდება ფოთლოვან ტყეებში, ნიადაგზე, ასევე ტყის პირებში, მინდვრებზე, ბაღებში, გზის პირებსა და საძოვრებზე. ხშირად ქმნის „ქაჯის წრეს“.[4]

სეზონი — აპრილის ბოლოდან ივლისამდე, გარკვეულ შემთხვევებში გვიან შემოდგომამდე.

მსგავსი სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კვებითი ღირებულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საჭმელი სოკოა. იგი მეტად პოპულარულია ევროპის ბევრ ქვეყანაში. უმჯობესია მისი მოკრეფვა მშრალ ამინდში. გამოიყენება ახალი, დამარინადებული და ნედლი. სოკოს აგრეთვე ხმარობენ სხვადასხვა სახის სოუზებისა და სალათების მოსამზადებლად.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Сергеева М. Н. Грибы, Москва, Изд-во „Культура и традиции“, 2003. ISBN 5-86444-080-9

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Fries EM (1821). Systema Mycologicum. Lundae: Ex Officina Berlingiana, გვ. 50. 
  2. Donk M.A. (1962). The generic names proposed for the Agaricaceae, Beihefte zur Nova Hedwigia. Weinheim, Germany, გვ. 46. 
  3. Discover Life Maps. ციტირების თარიღი: 2014-04-18.
  4. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 99, ISBN 99940-856-1-1.