გრიგოლ კოსტავა
გრიგოლ კოსტავა | |
---|---|
დაბადების თარიღი |
4 იანვარი, 1907 ქუთაისი |
გარდაცვალების თარიღი | 10 ივნისი, 1979 (72 წლის) |
საქმიანობა | მსახიობი |
ჯილდოები | საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1965) |
გრიგოლ (გრიშა) კოსტავა (დ. 4 იანვარი, 1907, ქუთაისი — გ. 10 ივნისი, 1979) — ქართველი მსახიობი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1965). მერაბ კოსტავას ბიძა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუშაობდა ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში (1924–1928, 1931–1934, 1955–1956); იყო მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი (1928–1931, 1935–1945, 1956–1979). წარმატებით ასრულებდა როგორც დრამატულ, ისე სახასიათო როლებს. მის მიერ შესრულებული როლები: იაგო (უ. შექსპირის „ოტელო“), დე სანტოსი (კ. გუცკოვის „ურიელ აკოსტა“), გაიოზი (ლ. ქიაჩელის „ტარიელ გოლუა“), აპრაკუნე, შამილი (ი. ვაკელის „აპრაკუნე ჭიმჭიმელი“, „შამილი“), ლომკაცა (პ. კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“), ილარიონი (ნ. დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“) და სხვა. 1934-1940 წლებში შეთავსებით მუშაობდა თბილისის თოჯინების თეატრში, სადაც დააარსა ჩრდილების თეატრი. გადაღებულია ფილმებში „ქალიშვილი გაღმიდან“, „ნინო“, „ბაში-აჩუკი“, „მაია წყნეთელი“ და სხვა.
რეპრესიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში მონაწილეობის გამო იჯდა სახელმწიფო პოლიტიკურ სამმართველოში. 1945 წლის 30 მარტს გაიცა გრიგოლ ქრისტეფორეს ძე კოსტავას დაპატიმრების ორდერი. ბრალად ედებოდა 1942 წელს დაარსებული „საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის“ წევრობა და ანტისაბჭოთა პროკლამაციების გავრცელება (ე.წ. „ვ. დვალიშვილის საქმე“). 4 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ტრიბუნალმა მიუსაჯა დახვრეტა. 13 სექტემბერს დახვრეტა ათწლიანი პატიმრობით შეეცვალა.[1]
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1941 — „ქალიშვილი გაღმიდან“ — ჯაშუში
- 1956 — „ბაში-აჩუკი“ — ფარნა
- 1957 — „მე ვიტყვი სიმართლეს“ — მოსამართლე
- 1958 — „ფატიმა“ — თავადი
- 1958 — „მამლუქი“ — ზაიდოლი
- 1959 — „მაია წყნეთელი“ — თავადი ამილახვარი
- 1959 — „ნინო“ — არჩილი
- 1961 — „გლახის ნაამბობი“ — დიტო
- 1969 — „ღიმილის ბიჭები“ — მღვდელი
- 1977 — „ესკულაპეს მოწაფე“
ჯილდოები და აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გრიგოლ კოსტავა — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გრიგოლ კოსტავა — ეროვნული ფილმოგრაფია
- გრიგოლ კოსტავა — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ კიკნაძე ვ., დაკარგული თეატრი, თბ.: „კენტავრი“, 2009. — გვ. 47, 140–141, ISBN 978-9941-9059-9-5.
- ↑ საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1961. № 14. გვ. 415.
- ↑ საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1965. №2. გვ. 19.