შინაარსზე გადასვლა

ივანე ნინუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ივანე ნინუა
დაბადების თარიღი 2 თებერვალი, 1908
გარდაცვალების თარიღი 29 ივნისი, 1980 (72 წლის)
საქმიანობა მსახიობი

ივანე (ვანო) ნინუა (დ. 2 თებერვალი, 1908 — გ. 29 ივლისი, 1980) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1956).[1] საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1979)[2].

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1908 წლის 2 თებერვალს. 1927 წელს დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი. 1930 წელს თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრთან გაიხსნა სტუდია, სადაც ივანე ნინუა ჯერ მსმენელად მიიღეს, ხოლო შემდეგ — მსახიობად. მან მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში მოღვაწეობის 50 წლის მაძილზე შეასრულა როლები: მოხუცი ყმა, თედორე (ს. მთვარაძის „ჩვენც, ჩვენც“, „სურამის ციხე“), ზანგი მამა (შ. კუჭავას „ჩვენ გავიმარჯვებთ“), ნაცარქექია (გ. ნახუცრიშვილის „ნაცარქექია“), მეორე მსახური (ჟ. მოლიერის „სკაპენის ოინები“), ირემი (ვ. შვარცის „თოვლის დედოფალი“), ხომენკო (ვ. დარასელის „კიკვიძე“), ღვთისო, კახი (ა. წერეთლის „ბაში-აჩუკი“, „პატარა კახი“), მამა მონტეგი (უ. შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“), გლახა (ი. ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობი“) და სხვა. გადაღებულია რამდენიმე ფილმში. წლების მანძილზე მოღვაწეობდა ქართულ ესტრადაზე. ჩამოაყალიბა „მეფანდურეთა ტრიო“ და ჩაწერა მისი პირველი ფირტიფები: „ცეკვა სოფლად“ და „შაირები“, პარალელურად მონაწილეობდა ფილარმონიაში საესტრადო წარმოდგენა-კონცერტებში.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1956. № 1. გვ. 3
  2. საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1979. № 5. გვ. 12