შინაარსზე გადასვლა

მაია წყნეთელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მაია წყნეთელი (მრავალმნიშვნელოვანი).

მაია წყნეთელი — ხალხური გადმოცემის თანახმად XVIII საუკუნის II ნახევრის ქართველი სახალხო გმირი, მათე ყაჩაღად წოდებული. გვარი ცნობილი არაა. მაია წყნეთელი ისტორიულ დოკუმენტებში არ იხსენიება, მისი თავგადასავალი ასახულია ქართულ ფოლკლორში, ლექსებსა და თქმულებებში[1].

ზეპირსიტყვიერი ცნობით, მაია წყნეთელისთვის ბატონს შეურაცხყოფა მიუყენებია, ამის გამო მამამისს თავი ჩამოუხრჩვია, დედა კი შიმშილით მომკვდარა. შურისძიების გრძნობით გამსჭვალულმა მაია წყნეთელმა კაცურად გადაიცვა და ერეკლე II-ის კარზე დაიწყო სამსახური. მას ბევრჯერ მებატონეების მიერ ყიზილბაშებზე გაყიდული ქალ-ვაჟი გაუთავისუფლებია. მას შემდეგ რაც იგი მებატონეებმა დააბეზღეს იძულებული გახდა ყაჩაღად გავარდნილიყო. დაღუპულა სპარსელთა წინააღმდეგ ბრძოლაში.

1959 წელს რეჟისორმა რეზო ჩხეიძემ გადაიღო ფილმი „მაია წყნეთელი“. სურათში მთავარი როლი ლეილა აბაშიძემ შეასრულა[2].