ლივინგსტონის ჩანჩქერები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ლივინგსტონის ჩანჩქერები
Inga03.jpg
ინგის ჩანჩქერი — ყველაზე უფრო ეფექტიანი ჩანჩქერი
კოორდინატები: 4°19′19″ ს. გ. 15°12′28″ ა. გ. / 4.32194° ს. გ. 15.20778° ა. გ. / -4.32194; 15.20778
მდებარეობა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
კონგოს რესპუბლიკის დროშა კონგოს რესპუბლიკა
სიმაღლე 270 
მდინარე კონგო
ლივინგსტონის ჩანჩქერები — კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
ლივინგსტონის ჩანჩქერები

ლივინგსტონის ჩანჩქერები (ფრანგ. Chutes de Livingstone) — ჩანჩქერების, ჭორომების და ჩქერების ჯგუფი მდინარე კონგოს ქვედა დინებაში დასავლეთ ეკვატორულ აფრიკაში, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და კონგოს რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარზე. აფრიკის შოტლანდიელი მკვლევარის დეივიდ ლივინგსტონის პატივსაცემად სახელდარქმეული ჩანჩქერები წარმოადგენენ მდინარის ჭორომებიან მონაკვეთს სიგრძით 350 კმ საერთო ვარდნით 270 . ამ მონაკვეთის წყლის საშუალო ხარჯი შეადგენს დაახლოებით 42 000 მ³/წმ-ში, ამ პარამეტრით ჩამორჩება მხოლოდ მდინარე ამაზონს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად იმისა, რომ დეივიდ ლივინგსტონმა გამოიკვლია მდინარე კონგოს (ლუალაბა) მხოლოდ ზედა დინება და არასოდეს არ ყოფილა მდინარის ამ მონაკვეთებში, ჩანჩქერებს მის პატივსაცემად ჰენრი მორტონ სტენლიმ მაინც მისი სახელი დაარქვა. რადგანაც ლივინგსტონის ჩანჩქერები წარმოადგენენ ბარიერს მდინარე კონგოს სანაოსნო მონაკვეთებს შორის, აშენდა მატადი-კინშასას რკინიგზა, რომლის საშუალებითაც ხდება ტვირთების გადაზიდვა ატლანტის ოკეანის სანაპიროსთან.[1]

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩანჩქერები მდინარე კონგოს მონაკვეთზე შედგება ჭორომების სერიებისგან საერთო ვარდნის სიმაღლით 270 მეტრი და სიგრძით 350 კმ, რომელიც მთავრდება კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ცენტრალური კონგოს პროვინციის საპორტო ქალაქ მატადიში. ამ მონაკვეთზე მდინარე სულ ქმნის 32 ჩანჩქერს და ჭორომს. ცალკეულ ჩანჩქერებს აქვთ საკუთარი სახელები: ინგის ჩანჩქერს ეძახიან ჩქერებს ლივინგსტონის ჩანჩქერების ქვედა ნაწილში; კონგოს ჩანჩქერიინგის ჩანჩქერის ნაწილია მდინარის საერთო ვარდნის სიმაღლით ~96 მეტრი. მდინარის ზედა დინებაში მდებარეობს მდინარე კონგოს დატბორილი ადგილი — სახელად მალებოს ტბა.

მდინარე კონგო წყლის რაოდენობით მსოფლიოში მეორე მდინარეა, რომელიც ამ პარამეტრით ჩამორჩება მხოლოდ ამაზონს, თანაც ეს უკანასკნელი დაბლობის მდინარეა თავის ქვედა დინებაში. ასე რომ, თუ ჭორომების ამ სისტემას ჩანჩქერად ჩავთვლით, ლივინგსტონის ჩანჩქერები მსოფლიოში უდიდესი ჩანჩქერებია წყლის ხარჯით წამში.

მდინარის ამ 350 კმ-იანი მონაკვეთის აღსანიშნავი ნაწილია კალაპოტის სიგანე, რომელზედაც მიედინება მთელი წყლის მასა.[2] კალაპოტი საკმაოდ ვიწროა, ზოგიერთ ადგილებში არაუმეტეს 300 მეტრია, ხოლო თავისი ძირითადი დინების მანძილზე — არაუმეტეს 800 მეტრი. თუ გავითვალისწინებთ, რომ წყლის ნაკადი აჭარბებს 42 000 მ³/წმ-ს, მაშინ ეს განსაკუთრებულად ვიწრო არხია. სიღრმეები ამ მონაკვეთში შეადგენენ 230 მეტრს და მეტს.[3]

ჰიდროელექტრონული გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლივინგსტონის ჩანჩქერების დასაწყისი კინშასასთან სიახლოვეს.

მთლიანობაში ლივინგსტონის ჩანჩქერებში ჩადებული პოტენციალი შეესაბამება ~113,4 გიგავატზე (GW) მეტს ანუ ~994 ტერავატ-საათ (TW-h) ელექტროენერგიას წელიწადში.

საწყისი პროექტები და კვლევები მიეკუთვნება 1937 წელს და ტარდებოდა ჯერ კიდევ ბელგიელი კოლონიალური ხელისუფლების მიერ. ათწლეულების განმავლობაში ხორციელდებოდა «ინგის» ჰიდროელექტროსადგურის კასკადის მშენებლობა. პირველი ჰიდროელექტროსადგური «ინგა-1» 351 მეგავატის სიმძლავრით აშენდა 1972 წელს მდინარე კონგოს გვერდითი შენაკადის გამოყენებით, 1982 წელს გაიშვა «ინგა-2» 1424 მეგავატის სიმძლავრით. 2009 წლისთვის ეს ჰიდროელექტროსადგურები მნიშვნელოვნად მოძველდა და გამოიყენებოდა მათი პოტენციალის არაუმეტეს 20 %. პროექტირების სტადიაში და მშენებლობის მზადმყოფნაშია ჰიდროელექტროსადგური «ინგა-3» 4800 მეგავატის სიმძლავრით, რომლის აშენებაც დაგეგმილია 2016 წლისთვის[4].

«გრანდ-ინგას» პროექტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კასკად «ინგას» შემდგომი განვითარების ძირითადი გეგმები მიეკუთვნება ჰიდროელექტროსადგურ «გრანდ-ინგას» კასკადის უკანასკნელ პროექტს, რომელიც მდებარეობს ჰიდროელექტროსადგურ «ინგა-3»-დან 6,5 კმ-ში. წყლის საშუალო ხარჯის — 42 000 მ³/წმ გათვალისწინებით ამ მონაკვეთს გააჩნია 39 გიგავატი ელექტროენერგიის პოტენციალი. ჰიდროპროექტის დამთავრების შემთხვევაში «გრანდ-ინგა» იქნება მსოფლიოს უდიდესი ჰიდროელექტროსადგური დადგენილი სიმძლავრის და წელიწადში გამომუშავებული ელექტროენერგიის მიხედვით. ამჟამინდელი პროექტის მიხედვით ამ მონაკვეთში დაგეგმილია მდინარის შენაკადის ერთ-ერთი ჭორომის გამოყენება. განიხილება კვაზიპროტონული ჰიდროელექტროსადგურის ვარიანტი, რომლისთვისაც შეიქმნება მცირე წყალსაცავი მდინარის ერთ-ერთ შენაკადზე. მაგალითად, 102 მეტრიანი წნევის დონე შესაძლებელია შეიქმნას კუნძულ სიკილას რაიონში.

რეალიზაციის შემთხვევაში, დადგენილი 39 გიგავატიანი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურ «გრანდ-ინგას»[5] ექნება 52 ჰიდროტურბინა თითოეული 750 მეგავატით, 150 მეტრიანი სიმაღლის კაშხალი და გამოიყენებს წყლის ნაკადის ნაწილს — 26 400 მ³/წმ. ასე რომ, «გრანდ-ინგამ» შეიძლება თითქმის ორჯერ გადააჭარბოს «სანსიას» ჰიდროელექტროსადგურს ჩინეთში.

2009 წლისთვის პროექტი «გრანდ-ინგა» იმყოფებოდა წინასაპროექტო დაგეგმვის სტადიაში. ჰიდროელექტროსადგურის ასაშენებლად შეიქმნება საერთაშორისო კონსორციუმი, რომელიც იმოქმედებს მსოფლიო ენერგეტიკული საბჭოს ეგიდით. ნაგებობის ღირებულება იქნება დაახლოებით 80 მილიარდი ამერიკული დოლარი. საწყისი გეგმებით ნავარაუდები იყო, რომ მშენებლობა დაიწყებოდა 2014 წელს და დამთავრდებოდა დაახლოებით 2025 წლისთვის. მაგრამ ახლა პირველი ეტაპის რეალიზაციისათვის განიხილება «ინგა-3»-ის ჰიდროელექტროსადგურის დამთავრება[4], მთლიანი პროექტის ბედი კი ჯერ გაურკვეველია.

ლივინგსტონის ჩანჩქერები ლიტერატურაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კასკადში შემავალი ერთ-ერთი ჩანჩქერი აღწერილია ჟიულ ვერნის რომანში — «თხუთმეტი წლის კაპიტანი».

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Blanchart Charles: Le Rail au Congo Belge (2 tomes). Bruxelles: Blanchart, 1993/1999.
  2. Congo Canyon, Britannica Online Encyclopedia
  3. The Congo Project, American Museum of Natural History (AMNH)
  4. 4.0 4.1 DR Congo giant hydro dam work starts 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-14. ციტირების თარიღი: 2016-11-10.
  5. Grand Inga Dam - Wikipedia, the free encyclopedia