მალებოს ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მალებოს ტბა
ინგლ. Pool Malebo
დედაქალაქების — ბრაზავილის (კონგოს რესპუბლიკა) და კინშასის (კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა) თანამგზავრული ფოტოგრაფია
დედაქალაქების — ბრაზავილის (კონგოს რესპუბლიკა) და კინშასის (კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა) თანამგზავრული ფოტოგრაფია
კოორდინატები: 4°16′55″ ს. გ. 15°29′19″ ა. გ. / 4.28194° ს. გ. 15.48861° ა. გ. / -4.28194; 15.48861
მდებარეობა კონგოს რესპუბლიკის დროშა კონგოს რესპუბლიკა
სიმაღლე ზღვის დონიდან 272 
სიგრძე 35 კმ
სიგანე 23 კმ
ფართობი 500 კმ²
მალებოს ტბა — კონგოს რესპუბლიკა
მალებოს ტბა

მალებოს ტბა (ინგლ. Pool Malebo) — ტბა მდინარე კონგოზე, რომელიც ქვედა დინებაში წინ უსწრებს ლივინგსტონის ჩანჩქერებს. კოლონიამდელ დროში ერქვა ნკუნდის ტბა (ინგლ. Lake Nkunda), ადრე ჰენრი მორტონ სტენლის პატივსაცემად მას ასევე ერქვა სტენლი-პული (ინგლ. Stanley Pool).

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მალებოს ტბის ხედი თვითმფრინავიდან კინშასასთან ახლოს

მისი სიგრძე 35 კილომეტრია, სიგანე 23 კმ, ხოლო საერთო ფართობი დაახლოებით 500 კმ²-ია. მის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს კუნძული მბამუ საერთო ფართობით 180 კმ², რომელიც ეკუთვნის კონგოს რესპუბლიკას. ტბის სიღრმე მერყეობს 3 მეტრიდან 10 მეტრამდე, წყლის დონე წლის განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს 3 მეტრით, საშუალოდ ზღვის დონიდან რჩება 272 მეტრ სიმაღლეზე.

ტბა მდინარე კონგოს ზედა დინების სანაოსნო მონაკვეთის დასაწყისია ქალაქებთან მბანდაკა, კისანგანი და ბანგი. ქვედა დინებაში მდინარე კონგო არ არის სანაოსნო — ჭორომების სისტემის გავლით, ცნობილი როგორც ლივინგსტონის ჩანჩქერები, მალევე ეშვება ზღვის დონემდე.

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონგოს რესპუბლიკისა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქები (შესაბამისად ბრაზავილი და კინშასა) მდებარეობენ მალებოს ტბის მოპირდაპირე სანაპიროზე.[1][2][3] ეს ორი ქალაქი მსოფლიოში ორი უახლოესი დედაქალაქებია რომისა (იტალია) და ვატიკანის შემდეგ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Detailed Map of Kinshasa დაარქივებული 2006-02-14 საიტზე Wayback Machine. (PDF of 7.5 MB)
  2. Tiepolo, M. (1996) «City Profile: Brazzaville» in Cities v. 13, pp. 117—124
  3. Brisset-Guibert, Hervé (2007) Brazzavile petit guide historique, in the site www.presidence.cg («palais presidentiel»)