სანსია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კაშხალი "სანსია" მარცხნივ და კაშხალი "გეჟობა" მარჯვნივ კოსმოსიდან.

სანსია ("სამი ხეობა", ტრაც. ჩინ. 三峽, გამარტ. 三峡, პინ. Sānxiá) — მსოფლიოში უდიდესი ჰიდროელექტროსადგური, მდებარეობს ჩინეთში, მდინარე იანძიზე, ქალაქ სანდოუპინის სიახლოვეს ჰუბეის პროვინციის იჩანის ოლქში.

სადგურის მოცულობა 22 500 მეგავატია. მშენებლობა 1993 წელს დაიყო და 2012 წელს დასრულდა. ჰესის დამბა 181 მეტრის სიმაღლისა და 2 335 მეტრი სიგანისაა. ელექტროსადგური მოიცავს 32 ტურბინს, რომლებიც 700 მეგავატ ენერგიას გამოიმუშავებენ. კომპლექსში დამატებით შედის ორი 50 მეგავატიანი ენერგიის გენერატორი. ელეტროსადგურზე გამომუშავებული ენერგია 85 ტერაჯოულს შეადგენს. ჰიდროელექტროსადგურის გამომუშავებული ენერგია 9 პროვინციაზე და 2 ქალაქზე ნაწილდება, მათ შორის შანხაიზე.