კორსარი (პერსონაჟი)
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
| კორსარი | |
|---|---|
|
კორსარი. ალან დეივისის ნამუშევარი | |
| გამოცემის ინფორმაცია | |
| გამომცემელი | Marvel Comics |
| პირველი გამოჩენა | [შემზარავი] იქს–ადამიანები #104 (1977 წლის აპრილი) |
| ავტორ(ებ)ი | კრის კლერმონი, დეივ კოკრუმი |
| დახასიათება | |
| ალტერ ეგო | კრისტოფერ სამერსი |
| მოკავშირეები | აშშ საჰაერო ძალები, შიარის იმპერია, სთარჯამერები |
| შესაძლებლობა | სნაიპერი, დახელოვნებული პილოტი |
მაიორი კრისტოფერ სამერსი (კორსარი) — გამოგონილი პერსონაჟი, რომელიც მარველის მიერ გამოცემული კომიქსების წიგნებიდანაა ცნობილი. პირველად გამოჩნდა შემზარავი იქს–ადამიანების 104-ე ნომერში (1977 წლის აპრილი). შექმნილია კრის კლერმონისა და დეივ კოკრუმის მიერ. კორსარი სთარჯამერების ლიდერი და იქს–ადამიანების ციკლოპის, ჰავოკისა და ვულკანის მამაა.
კორსარის ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წარმოშობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დიდი ხნის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების მერმა, კრისტოფერ სამერსმა, საკუთარი თვითმფრინავით, დე ჰავილანდის მოსკვიტით (de Havilland Mosquito) სამოგზაუროდ წაიყვანა თავისი ცოლი, კეტრინ ენი, და ორი პატარა შვილი, სკოტი და ალექსი. ისინი დასავლეთ ამერიკის ნაპირებზე მიფრინავდნენ, როცა თავს შიარის იმპერიის კოსმოსური ხომალდი დაესხათ, რომელიც დედამიწის გამოსაკვლევად იყო ჩამოსული. შიარის ხომალდმა სამერსების თვითმფრინავს ცეცხლი გაუხსნა, და, რადგანაც ის ხის იყო, მას ცეცხლი წაეკიდა. კეტრინ ენმა ერთადერთ პარაშუტზე მიამაგრა ორივე შვილი და იმის იმედით, რომ გადარჩებოდნენ, ისინი თვითმფრინავიდან გადაუშვა. სკოტი და ალექსი ამგვარად დაუსხლტნენ შიარის იმპერიას.
კრისტოფერი და მისი ცოლი ტელეპორტაციის გამოყენებით აიყვანეს კოსმოსურ ხომალდზე, რის შემდეგაც ისინი შიარის იმპერიაში წაიყვანეს. აქ კრისტოფერი ცოლს დააცილეს და ციხეში ჩასვეს. ის მალევე გამოიქცა და აღმოაჩინა, რომ შიარის შეშლილი იმპერატორი დკენი მის ცოლზე ძალის გამოყენებას აპირებდა. დკენმა იგი დააკავა და ალსიბარის ციხეში გაუშვა, სადაც კრიმინალები და პოლიტპატიმრები იხდიდნენ სასჯელს.