მარველის კომიქსები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Marvel Comics
MarvelLogo.svg
ტიპი: კერძო (ფილიალი)
დაფუძნდა: 1939 როგორც Timely Comics
დამაარსებელი: მარტინ გუდმენი
მდებარეობა: 417 მე-5 პროსპექტი, ნიუ-იორკი, აშშ
დარგი: გამოცემა
პროდუქცია: კომიქსები
ბრუნვა: $ 125,700,000 (2007)
სუფთა მოგება: $ 53,500,000 (2007)
ვებგვერდი: marvel.com

მარველის კომიქსები (ინგლ. Marvel Comics) ამერიკული კომიქსების წიგნია, რომელიც Marvel Publishing-ს ეკუთვნის, Marvel Entertainment-ის ფილიალია. Marvel-ის გმირებს შორისაა ისეთი ცნობილი გმირები, როგორებიც არიან კაპიტანი ამერიკა, ფანტასტიკური ოთხეული, ჰალკი, რკინის კაცი, ადამიანი-ობობა, იქს-ადამიანები და სხვანი. უმრავლესობა ამ გმირებისა ერთ რეალობაში არსებობს, რომელსაც Marvel Universe-ს (მარველის მსოფლიო) უწოდებენ.

ამ კომიქსების წიგნის გამოცემა 1939 წელს დაიწყო და მისი სახელი Timely Comics იყო, ხოლო 1950 წლისთვის Atlas Comics ერქვა. Marvel-ის შექმნიდან, 1961 წლიდან მოყოლებული, ფანტასტიკური ოთხეულის და მრავალი სხვა სუპერგმირის შემქმნელები არიან: სტენ ლი, ჯეკ კირბი, სტივ დიტკო და სხვები. Marvel-ი სწორედ მაშინ გახდა ამერიკაში ერთ–ერთი მსხვილი კომიქსების კომპანია, DC კომიქსებითან ერთად.