კვირაცხოვლობა
კვირაცხოვლობა — ხალხური დღესასწაული, აღდგომის სწორს იმართებოდა ჩუღურეთის კვირაცხოვლის ეკლესიასთან.
კვირაცხოვლობას დიდი ზეიმი იცოდნენ. ამ დღეს ქართველებს წესად ჰქონდათ ბურთის თამაში. ეკლესიაში წირვის შემდეგ ორ ჯგუფად გაყოფილი ხალხი ერთმანეთს ეცილებოდა ბურთის ხელში ჩასაგდებად. მრევლის რწმენით, რომელი ჯგუფიც გაიმარჯვებდა, მთელი წლის მანძილზე სიუხვე და ბარაქა არ მოაკლდებოდა. ზოგჯერ ბურთს ნაკუწ-ნაკუწ გლეჯდნენ და ინაწიებდნენ, იმდენად მაგიურ მნიშვნელობას ანიჭებდნენ მას. ეს წეს-ჩვეულება თანდათან დავიწყებას მიეცა და XIX საუკუნეში ჩუღურეთში მდებარე კვირაცხოვლის გორას გაუჩნდა მეორე სახელი „წითელი გორა“, აქ კვირაცხოვლობა დღეს სააღდგომო წითელი კვერცხების დაგორების გამო (ეს წესი რუსმა მართლმადიდებლებმა შემოიტანეს). გორის ფერდობზე სააღდგომო კვერცხებს დააგორებდნენ და, ვისი კვერცხიც შორს გაგორდებოდა, მოგებულიც ის იყო და წითელი კვერცხებიც მას რჩებოდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ. 593
|