შინაარსზე გადასვლა

კალოუბნობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კალოუბნობა — ქართული ხალხური რელიგიური დღეობა. იმართებოდა კალოუბნად წოდებულ საკულტო ცენტრში აღდგომის მე-5 კვირას, დღესაც იმართება ზემო ხანდაკში (ქართლი) და მცხეთის ზემოთ, წმ. გიორგის სახელობის კალოუბნის ეკლესიაში. მლოცველებს მიჰქონდათ შესაწირავი და ასრულებდნენ სათანადო რიტუალს, იმართებოდა პურობა.

  • ლუტიძე ბ., ადგილობრივი ქრისტიანული დღესასწაულები და მათი მავნე ხასიათი, თბ., 1958;
  • სოხაძე ა., ქართველთა უძველესი სარწმუნოებისა და მის გადმონაშთებთან ბრძოლის ისტორიიდან, თბ., 1964;
  • სოხაძე ა., ქსე, ტ. 5, გვ. 341, თბ., 1980